დილა-ზუგდიდი 1:1 - ზუგდიდი ჯგირირე! [VIDEO]

AutoSharing Option
გორის "დილას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე რამაზ სოღოლაშვილის დებიუტი მთლად წარმატებული ვერ გამოდგა, არადა, მისი გუნდი ძალიან ახლოს იყო სამ ქულასთან.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველი სახიფათო მომენტი "ზუგდიდმა" შექმნა - ზვიად სიხარულიას დარტყმა ნუკრი რევიშვილმა მოიგერია.

"დილას" მონდომება არ დაეწუნებოდა, შლეგად ირჯებოდა; "ზუგდიდი" კი ყრუ დაცვაში არ იჯდა, მოედნის ცენტრში ბურთის შემაგრებას ცდილობდა.

აქტიური იყო "დილას" ორივე ფლანგი. მარჯვნიდან კახა ალადაშვილი და გრიგოლ დოლიძე ცდილობდნენ სტუმართა დაცვის მორღვევას, მარცხნიდან - ნიკოლოზ ფილიევი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ალადაშვილის მიერ მარჯვნიდან ჩაწოდებულ
ბურთს სწორედ ფილიევი დახვდა, ვინც კარის გასწვრივ გზავნიდა ბურთს, თუმცა ზურაბ მამალაძემ ივარგა და ხიფათი გააუვნებელყო. ალადაშვილის ხელმეორედ ჩაწოდებულს კი უკვე გოლი მოჰყვა - ირაკლი მოდებაძემ თავით გადაგზავნა ბურთი კარში.

Sportall.Geმეორე ტაიმში "ზუგდიდი" უკეთ აკონტროლებდა ბურთს, ვიდრე პირველში. სტუმართაგან ამ კომპონენტში სიხარულია და ლუკა გუგუჩია გამოირჩეოდნენ. სიხარულიამ ერთხელ კარგი რეიდი განახორციელა, შორეული ძელისკენ ჩააბზრიალა ბურთი და სიზუსტემ ოდნავ უმტყუნა.

არც "დილა" იყო არხეინად. მასპინძელს ანგარიშის გაზრდის ჩინებული შანსი გაუჩნდა - მოდებაძე უკნიდან მოცელა რომეო კანკიამ და არბიტრმაც 11-მეტრიანი დანიშნა, კანკია კი მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევა.

პენალტი მოდებაძემ შეასრულა და ბურთი ბადეში მოათავსა, თუმცა... აბდულა ბასლეჰლომ გოლი არ ჩათვალა და 11-მეტრიანის ხელმეორედ შესრულება მოითხოვა, რადგან "დილას" ერთ-ერთი ფეხბურთელი დარტყმამდე შეიჭრა საჯარიმოში.

მოდებაძემ ამჯერად საპირისპირო კუთხისკენ გაგზავნა ბურთი და... მამალაძემ მოიგერია.

ვერ გაიტან, გაგიტანენ - არის ასეთი დაუწერელი კანონი ფეხბურთში, თუმცა "ზუგდიდი" ხომ კაცნაკლული დარჩა და თამაშის შემობრუნების შანსი იოტისხელა გაუხდა...

გიორგი ქვილითაიამ კარგად იბრძოლა, დოლიძეს დაუგორა ბურთი, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან უხეიროდ დაარტყა. მალე მოდებაძეს მიეცა კიდევ ერთი შანსი, თუმცა მარჯვნიდან ჩაწოდებულ ბურთს ფეხი ვერ დაუხვედრა.

...და ზუგდიდელთა საპასუხო გოლიც - გუგუჩიამ სოლო-რეიდი იკისრა, მერე სიხარულია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

"დილა" გოლის გასატანად გაიქაჩა და შტურმისმაგვარიც მოუწყო "ზუგდიდს". მამალაძემ ლექსო კვახაძის შორეული დარტყმა მოიგერია; ალადაშვილის მიერ მარჯვნიდან ჩაწოდებულს მოდებაძემ მიაყოლა არაზუსტი თავური; ბოლო წამებზე კი ისევ ალადაშვილმა ჩაჰკიდა ჯარიმა მარჯვენა ფლანგიდან და მამუკა კობახიძის თავური მამალაძემ ხელებში გააქვავა.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. მოდებაძე (დილა) 6
დ. გოგა (დინამო, თბ) 6

X ტური
26 ოქტომბერი, შაბათი
ჩიხურა-გურია
ზუგდიდი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-დილა
მერანი-ზესტაფონი
სიონი-მეტალურგი
დინამო-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული