თბილისის "დინამომ" "ზესტაფონი" ბოლო წამზე დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის მე-12 ტურის ცენტრალურ მატჩში "ზესტაფონმა" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა.

ამ შეხვედრაში შედგა გია გეგუჩაძის დებიუტი "ზესტაფონში". პირველ ტაიმში დუშან უჰრინის გუნდი დაწინაურდა - გიორგი მერებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან ჩააწოდა და ყველას თავით დორინ გოგამ დაასწრო - 0:1.

62-ე წუთზე გეგუჩაძის გუნდის ამოცანა კიდევ უფრო გართულდა - მსაჯმა მოედნიდან მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი გააძევა.

მიუხედავად ამისა, 10 კაცით დარჩენილმა "ზესტაფონმა" 87-ე წუთზე გაათანაბრა - ლევან შარიქაძემ მარცხნიდან ჩააწოდა და თავით ახლო მანძილიდან ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა.

საბოლოოდ, მაინც "დინამომ" მოიგო - გიორგი გველესიანმა
გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:2. სხვათა შორის, ზუსტად ასე მოიგო "დინამომ" ზესტაფონთან დაპირისპირება პირველ წრეშიც.

"დინამო" 29 ქულით ერთპიროვნული ლიდერია.

ასევე იხილეთ:
"გურიამ" "ვიტ ჯორჯია" დაამარცხა, "ჩიხურამ" "ზუგდიდი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული