პორტრეტი: გიორგი განუგრავა - დაკარგული წლების შემდეგ

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში ბოლნისის "სიონმა" გორის "დილა" სტუმრად 2:0 დაამარცხა. ბოლნისელებმა მეორე გოლი შეხვედრის მიწურულს გაიტანეს. ეს გიორგი განუგრავამ მოახერხა...

ეს ის გიორგი განუგრავაა, ქართული ფეხბურთის, ეროვნული ნაკრების იმედი რომ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასე ვერ მოხდა. ბევრი ისეთი ნიჭიერი გამოჩენილა, გზა კარგად რომ ვერ გაუგრძელებია. განუგრავას შემთხვევაც დაახლოებით ასეთია, თუმცა მას ერთბაშად რამდენიმე ფაქტორმა შეუშალა ხელი...

განუგრავა 1988 წელსაა დაბადებული. როცა თბილისის "ამერი" იქმნებოდა და ძალას იკრებდა, განუგრავაც იქ იყო. ამ კლუბში მის გვერდით სხვა ნიჭიერი ფეხბურთელებიც იყვნენ -
რატი წინამძღვრიშვილი, ბექა გოცირიძე
...

"ამერს" თავიდან გაიოზ დარსაძე თავკაცობდა. ის ამ სამეულს კარგი თვალით უყურებდა და ეყრდნობოდა მათ, ყველანაირად ხელს უწყობდა.

ქვეყანაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა მოიტანა ის, რომ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი უმცროსი ნოდარ ახალკაცი გახდა, დარსაძე კი, "ამერთან" განშორების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი შეიქნა...

"ამერიდან" განუგრავაც წავიდა, ოღონდაც ეს იმას როდი ნიშნავდა, რომ დაღმასვლა ჰქონდა; პირიქით - ის ვითარდებოდა, წინ მიიწევდა. მაშინ თითქმის ყველა ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი "ზესტაფონში" იყრიდა თავს. ამ კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია "ახალკაცის გუნდში" იყო, დარსაძესაც ეთქმოდა წონიანი სიტყვა და განუგრავაც "ზესტაფონში" აღმოჩნდა.

2004-06 წლებში ის მართლაც გამორჩეული იყო ფეროელებში. გარდა ამისა, თამაშობდა საქართველოს ეროვნულ, 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებში. ალბათ გახსოვთ, იმ პერიოდში დარსაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა დანიაში 1:6 რომ წააგო, იმასაც კი გვეუბნებოდნენ, განუგრავამ თომას გრავესენი ამოკეტაო.

განუგრავა მაშინ 18 წლის იყო, თამაშობდა სამ ნაკრებში და საქართველოს ერთ-ერთ მოწინავე გუნდ "ზესტაფონში". გრავესენის ამოკეტვის რა მოგახსენოთ, მაგრამ მახსოვს თამაშები, როცა ჯერაც ყმაწვილი განუგრავა "ზესტაფონში" ყოფნის დროს მოედანზე საუკეთესო იყო, თამაშის წაყვანაც შეეძლო და შეუპოვარი ბრძოლაც.

და რა მოხდა ამის მერე?

აქ უკვე ძნელია ზუსტი განმარტების გაკეთება. მე მაინც მგონია, რომ 18 წლის ფეხბურთელისთვის მეტისმეტი იყო "ზესტაფონის" ლიდერობა და კიდევ ერთდროულად სამ ნაკრებში თამაში. დრომ და ვითარებამაც ბევრი რამ შეცვალა, დარსაძე მალე დაემშვიდობა ნაკრებს, განუგრავა კი თავისი გზით უნდა წასულიყო, მაგრამ... სწორედ აქ მოხდა წყვეტა - ნიჭიერი ფეხბურთელი დაღმა წავიდა, "ზესტაფონის" მერე ჩეხურ "მლადა ბოლესლავში" გადავიდა და როგორც სპორტსმენი, ჩაიკარგა...

უნგრული "დიორი", "ლომბარდ პაპა", "ზალაეგერშეგი" - განუგრავა გუნდებს იცვლიდა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰქონდა.

2012 წელს გიორგი საქართველოში დაბრუნდა და კობა ჟორჟიკაშვილის გაწვრთნილ რუსთავის "მეტალურგში" ჩაირიცხა. ჟორჟიკაშვილს ახალგაზრდებთან მუშაობაში, როგორც იტყვიან, ჭიპი აქვს მოჭრილი და კარგადაც ახსოვს, როგორ თამაშობდა ფეხბურთს განუგრავა, მაგრამ დაკარგული წლები სპორტში ძალიან მზაკვარი რამეა...

გიორგი ახლა "სიონის" ფეხბურთელია, ნახევარდაცვის ცენტრში გამოცდილ ალექსანდრე გოგობერიშვილთან ერთად თამაშობს. არ ვყოფილვარ "დილა"-"სიონის" შეხვედრაზე, მაგრამ ვინც ამ თამაშს დაესწრო, განუგრავა ყველამ შეაქო. ასეთი ამბის მოსმენა კი გულს უხარია.

...გავიგეთ, "სიონში" ორი თვის ხელფასი გაუსტუმრებიათ და ერთი თვის დავალიანებაც გასწორდებაო. 7-8 წლის წინ, აბა, ვის ეგონა, თუ განუგრავას ასეთ კლუბში მოუწევდა თამაში, მაგრამ ფეხბურთში და ცხოვრებაში, თურმე, ყველაფერი ხდება.

მე ჩემი ვერსია მაქვს იმაზე, თუ რატომ ვერ გაიჭრა უფრო წინ განუგრავა. როცა ის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და "ზესტაფონის" წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, დრო იყო ისეთი, ყველა რომ გმინავდა არამკითხეობის კირთებს ქვეშ და ჭაბუკიც, თითქოს, ნანგრევებში მოჰყვა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დილა-სიონი 0:2 - ქოქოლა ქომაგისგან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეხ, რამდენი ჭაბუკი მოყვა ნანგრევებში, სამწუხაროდ. რამდენიც დგეს და ხვალ დაიგუპება. მიზეზი ყველამ კარგად იცით. ნიჭიერ ბიჭებს, ვისაც პატრონი არ ყავს ღუპავენ. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, ზოგი გაბედავს თქვას სიმართლე, მაგრამ ყველაფერი ძველებურად გრძელდება-იღუპება Qართული ფეხბურთი და იღუპებიან ნიჭიერი ბიჭები, როდემდეეეეეეეე????????
messi
20:40 12-11-2013
0
"კეთილისმყოფელები" შეუჩდნენ შენისთანა ნიჭიერ და დიდ ფეხბურთელს ზესტაფონში რა უნდაო, მაგ კიდევ ბავშვი იყო და ჭკუა არ ეყო. თავი მართლა ვარსკვლავი ეგონა ,არც კლუბის ხელმძღვანელობას დაუჯერა და წავიდა დიდი ფეხბურთის სათამაშოდ.
giorgi
17:42 12-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული