მიმართვა ფეხბურთის ფედერაციას - ნუ გააქცევთ ინვესტორებს!

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ, "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ კლუბიდან წასვლის შესახებ ილაპარაკა. მან ინტერვიუში სხვა კერძო კლუბების პოზიციაზეც გაამახვილა ყურადღება - არა მგონია, მათ ჩემი პოზიცია არ გაიზიარონო და იქვე დასძინა - ფეხბურთის ფედერაციაში ინვესტორის შენარჩუნება არ იციანო.

საფეხბურთო კლუბი "საბურთალო" კოკაიას განცხადებას გამოეხმაურა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს მიმართა...

"ბოლო წლებში ქართულ ფეხბურთში მრავალი პრობლემა დაგროვდა, ერთ-ერთი ასეთი კი საკონტრაქტო სისტემის ხელყოფა და კერძო მფლობელობაში მყოფი კლუბების უფლებების დარღვევაა.

აღნიშნული ფაქტები სპობს და ხელს უშლის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ქართულ გუნდებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მმართველი ორგანიზაციაა და ისაა პასუხისმგებელი ფეხბურთში არსებულ მდგომარეობაზე, ვალდებულია მიიღოს პრევენციული ზომები, რათა კლუბსა და ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებები თავიდან აიცილოს. აღნიშნული ფაქტები ქართული ფეხბურთის იმიჯს ლახავს. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ვალდებული არიან, გაუფრთხილდნენ იმ კლუბებსა და იმ პრეზიდენტებს, რომლებიც ინვესტიციებს დებენ.

რა თქმა უნდა, შემაშფოთებელი და დამაფიქრებელია, როდესაც კერძო ინვესტორი კლუბიდან მიდის. დღეს, ეს ნაბიჯი "ზესტაფონის" პრეზიდენტმა გადადგა, ხვალ და ზეგ კი, შესაძლოა, მისი ბედი სხვამაც გაიზიაროს, რაც საბოლოოდ სავალალოს გახდის ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფ ჩვენს ფეხბურთს.

თითზე ჩამოსათვლელად გვყავს ადამიანები, რომლებიც საკუთარ ინვესტიციებს ახორციელებენ და მათ გვერდში დგომა და გაფრთხილება სჭირდებათ.

მიგვაჩნია, რომ ილია კოკაიას ქართული ფეხბურთისათვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული და მომავალშიც შეუძლია სასიკეთო ნაბიჯების გადადგმა. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" ერთ-ერთია, რომელიც მუდმივად იცავს "ფეარ პლეის" პრინციპებს. ასევე, გუნდმა ევროპაში დაიცვა ქართული ფეხბურთის სახელი და იმედი გვაქვს, ამას მომავალშიც გააგრძელებს.

გვჯერა, ქართულ ფეხბურთშიც არიან კომპეტენტური და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებსაც აწუხებთ და სტკივათ დღევანდელი მდგომარეობა. სწორედ, ასეთი ადამიანების ერთმანეთის გვერდში დგომით შეიძლება გამოსავლის პოვნა და ქართული ფეხბურთის სწორ გზაზე დაყენება.

იმედს ვიტოვებთ, რომ ბატონი ილია კოკაიას "ზესტაფონის" პრეზიდენტის პოსტიდან წასვლა დროებითია და ქართული ფეხბურთის სამსახურში კვლავ დაბრუნდება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დაღლილი პრეზიდენტი - ილია კოკაია "ზესტაფონში" დაბრუნდება?
ილია კოკაია "ზესტაფონის" პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა
ილია კოკაია: თუ ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგება, მე წავალ!
ლადო ბურდული: ილია კოკაიას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ...
რომან ფიფია ილია კოკაიას განცხადებას გამოეხმაურა: მსგავსი პრეცედენტები ევროპულ ფეხბურთშიც არაერთია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული