ბოიკოტი: ლანჩხუთის "გურია" ბოლნისის "სიონთან" სათამაშოდ არ გავა?!

AutoSharing Option
29 ნოემბერს გვიან საღამოს "გურიას" "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფეხბურთელები "სიონთან" უმაღლესი ლიგის XIV ტურის მატჩის სათამაშოდ არ გავლენ.

ისინი მადლობას უხდიან გულშემატკივრებს მხარდაჭერისა და ერთგული ქომაგობისთვის, თუმცა ამდენი შეუსრულებელი დაპირების შემდეგ, იძულებულები არიან, ასეთი ნაბიჯი გადადგან.

"სამწუხაროა, რომ არანაირი ხელშეწყობა არ აქვს კლუბს, რომელიც მესამე ადგილზეა და ამ დროს, დაშლის საფრთხის ქვეშ დგას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შედეგი მიგვეღო და მივიღეთ კიდეც, თუმცა, საპასუხოდ, მხოლოდ დაპირებებია. ასე გაგრძელება შეუძლებელია", - აღნიშნულია განცხადებაში.

დავუკავშირდით ლანჩხუთის გამგებელ ზაზა ურუშაძეს, რომელიც
ბოიკოტთან დაკავშირებით ინფორმირებული არ ყოფილა.

"კლუბს ჰყავს დირექტორი და თავად უნდა მოაგვაროს ეს საკითხი", - გვითხრა ურუშაძემ.

"გურიის" მედოფიცერმა ლევან გიორგაძემ კი ეს გვითხრა:

"დღეს (ანუ პარასკევს - ავტ) კლუბის ოფისში იყო შეხვედრა, რომლის დროსაც შედგა შეთანხმება, რომ გუნდი თამაშზე აუცილებლად გავა. საღამოს ინფორმაციას არ ვფლობთ, თქვენგან გავიგეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIV ტურის წინ: აბა, ვინ გაუძლებს?..
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული