"დინამომ", "ჩიხურამ" და "დილამ" იოლად მოიგეს, ლანჩხუთის "გურია" დამარცხდა

AutoSharing Option
30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგაში XIV ტურის შეხვედრები გაიმართა.

მორიგი გამარჯვება მიითვალა სატურნირო ცხირლის ლიდერმა თბილისის "დინამომ", რომელმაც სტუმრად ცხინვალის "სპარტაკი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში უკვე მესამე წუთზე პატრიკ ვუომ გახსნა, თუმცა, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი თავი დავით კვირკველიამ (48), ჩისკომ (50) და დორინ გოგამ (74) გამოიჩინეს.

* * *
დამაჯერებლად მოიგო საჩხერის "ჩიხურამაც", რომელმაც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა - 3:0. ამ მატჩში დუბლი
დიმიტრი ტატანაშვილმა
(53 და 86) შეასრულა. ერთიც ირაკლი ღიბრაძემ გაიტანა (82).

* * *
კვლავ გრძელდება ქუთაისის "ტორპედოს" წარუმატებელი სერია. ჟერარდ სარაგოსას შეგირდები ამჯერად გორში, უშანსოდ დამარცხდნენ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, "დილამ" მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა, თავი კი მიხაილ გორელიშვილმა (60), ნიკოლოზ სადაღაშვილმა (78) და გიორგი ქვლითაიამ გამოიჩინეს (88).

* * *
მარცხი იწვნია ლანჩხუთის "გურიამ", რომელიც კლუბში არსებული პრობლემების გამო ბოლო დრომდე სათამაშოდ მოედანზე გასვლას არ აპირებდა.

საბოლოოდ გურულებმა ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ბოლნისის "სიონს"  მაინც უმასპინძლეს და მართალია თენგიზ ჩიკვილაძის მიერ პენალტით გატანილი გოლით (24) იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდნენ - 1:2.

ბოლნისელთაგან გატანილი გოლით გიორგი განუგრავა (40) და გიორგი კახელიშვილი გამოირჩნენ (44).

* * *
უგოლოდ დასრულდა განმუხურში გამართული მატჩი "ზუგდიდსა" და მარტვილის "მერანს" შორის.

* * *
ტურის კიდევ ერთი შეხვედრა, რომელშიც "ზესტაფონი" რუსთავის "მეტალურგს" უმასპინძლებს, მოგვიანებით გაიმართება.

ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგის XIV ტურის წინ: აბა, ვინ გაუძლებს?..
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ მთავრობამ გურია, და გურულები გადაგვყარეს მოგვატყუეს. გურია ისევ ფინანსების არ ქონის გამო ინგრევა
guruli
17:40 30-11-2013
0

სიახლეები პოპულარული