"ზესტაფონმა" შინ "მეტალურგს" მოუგო, "დილამ" - "ტორპედოს" [VIDEO]

AutoSharing Option
30 ნოემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XIV ტურის შეხვედრები გაიმართა.

"ზესტაფონში" დაბრუნებულმა გია გეგუჩაძემ ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალა. მისმა გაწვრთნილებმა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე რუსთავის "მეტალურგი" მიიღეს და ანგარიშით 2:1 დაამარცხეს.

შეხვედრაში ანგარიში ლევან შარიქაძემ მე-9 წუთზე გახსნა, გიორგი ჭანკოტაძემ კი 50-ეზე სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა. რუსთაველთაგან სხვაობის შემცირება 68-ე წუთზე გიორგი ჩირგაძემ შეძლო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
გრძელდება ქუთაისის "ტორპედოს" წარუმატებელი სერია. ჟერარდ სარაგოსას შეგირდები ამჯერად გორში, უშანსოდ დამარცხდნენ.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, "დილამ" მეტოქეს სამი
უპასუხო გოლი გაუტანა, თავი კი მიხაილ გორელიშვილმა (60), ნიკოლოზ სადაღაშვილმა (78) და გიორგი ქვლითაიამ გამოიჩინეს (88).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მორიგი გამარჯვება მიითვალა სატურნირო ცხირლის ლიდერმა თბილისის "დინამომ", რომელმაც სტუმრად ცხინვალის "სპარტაკი" ანგარიშით 4:0 დაამარცხა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში უკვე მესამე წუთზე პატრიკ ვუომ გახსნა, თუმცა, პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა, შეხვედრის მეორე ნახევარში კი გატანილი გოლებით დავით კვირკველია (48), ჩისკო (50) და დორინ გოგა (74) გამოირჩნენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
დამაჯერებლად მოიგო კიდევ ერთმა ლიდერმა საჩხერის "ჩიხურამ", რომელმაც ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე "ვიტ ჯორჯიას" უმასპინძლა - 3:0.

ამ მატჩში დუბლი დიმიტრი ტატანაშვილმა (53 და 86) შეასრულა. ერთიც ბესიკ დეკანოიძემ გაიტანა (82).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
მარცხი იწვნია ლანჩხუთის "გურიამ", რომლის მოთამაშეები კლუბში არსებული პრობლემების გამო ბოლო დრომდე მოედანზე გასვლას არ აპირებდნენ.

მატჩი მაინც გაიმართა. გურულებმა ქობულეთში, "ჩელე არენაზე" ბოლნისის "სიონს" უმასპინძლეს და მართალია თენგიზ ჩიკვილაძის მიერ პენალტით გატანილი გოლით (24) იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ - 1:2.

ბოლნისელთაგან გატანილი გოლით გიორგი განუგრავა (40) და გიორგი კახელიშვილი გამოირჩნენ (44).

* * *
უგოლოდ დასრულდა განმუხურში გამართული მატჩი "ზუგდიდსა" და მარტვილის "მერანს" შორის.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სირცხვილი ტირპედოს და სარაგოსას,თავმოყვარეობა თუ აქვს რომელიმეს გუნდი დატოვოს,მეხუთე თამაში წააგეს,მეექვსესაც წააგებენ და მეშვიდესაც,ის თამაშები როგრ მოიგო არ ვიცი,გავარდება უმაღლესი ლიგიდან და ეგაა
giorgi1
11:20 01-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული