თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი მალხაზ ჟვანია: მზად ვარ!

AutoSharing Option
დუშან უჰრინს თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მალხაზ ჟვანია შეცვლის.

ჟვანია ამ ეტაპზე მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი იქნება და გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, მთავარ მწვრთნელად დაინიშნოს. ჟვანია აქამდე "დინამო 2"-ს წვრთნიდა.

როგორც 6 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის "დინამოს პრეზიდენტმა რომან ფიფიამ განაცხადა, ის იმედოვნებს, რომ მალხაზ ჟვანია გუნდში წარმატებას მიაღწევს და მასთან სრულფასოვანი კონტრაქტი გაფორმდება.

"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო დუშან უჰრინს. რაც შეეხება მალხაზ ჟვანიას, ის წარმატებით თავკაცობდა "დინამო 2"-ს და დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის "დინამოშიც" მიაღწევს წარმატებას", -
განაცხადა რომან ფიფიამ.

მალხაზ ჟვანიას თქმით, ის მზად არის ბოლომდე ემსახუროს "დინამოს", სანამ მისი დახმარება დასჭირდება.

"დიდი მადლობა ჩემი ნდობისთვის. მე მზად ვარ მოვემსახურო "დინამოს", სანამ დასჭირდება ჩემი დახმარება.

პირველ ეტაპზე ვიმუშავებთ იმისთვის, რომ დარჩენილ თამაშებში მოვახდინოთ კონცენტრაცია, რათა წარმატებას მივაღწიოთ",
- განაცხადა მალხაზ ჟვანიამ.

ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გუნდი გავაახალგაზრდავოთ
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებებს გისურვებ მალხაზ!
artagi
22:51 06-12-2013
0
carmatebebs usurveb malxaz jvanias,scori gadackvetilebaa,akamde unda gageshvat ugrini,
gocha
17:23 07-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული