ლანჩხუთის "გურიამ" ქუთაისის "ტორპედო" დაამარცხა

AutoSharing Option
10 დეკემბერს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩი გაიმართა.

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე, ლანჩხუთის "გურიამ" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლა.

მატჩის მე-7 წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ "გურია" დააწინაურა, ხოლო 71-ე წუთზე ალექსანდრე შენგელიამ "გურიას" უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოოდ ლანჩხუთელებმა "ტორპედო" ანგარიშით 2:0 დაამარცხეს.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის გადადებული მატჩი "ჩიხურა"-"მერანი" "მცხეთა პარკზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
არაფერი უაზრობა აქ არაა, ასეც უნდა დაეწყო, ასე აჯობებს დინამოსთვის და მთლიანად ქართული ფეხბურთისათვისაც,
ან ტორპედოს უსაშველო რა ჭირს, არ მესმის... პირიქით, თუ სხვა გუნდებიც მიბაძავენ, მხოლოდ მივესალმები. ამ საშუალო და დაბალი დონის ლეგიონერების ჩამოყვანას, ადგილობრივ ახალგაზრდებს მიცენ გასაქანი -უკეთესი იქნება.
ზურა
22:46 10-12-2013
0
აი რა გამოიწვია გეგუჩაძის და იმ მწვრთნელების გაშვებამ თქვენი გუნდი არის 8 ადგილზე და იმ ფეხბურთელების გაშვების გამო რომლებიც იბრძოდნენ საპრიზო ადგილებისტვის
poteli gulshematkivari
19:26 10-12-2013
0

სიახლეები პოპულარული