მალხაზ ჟვანიას აკაკი შულაია თბილისის "დინამოში" მიჰყავს?

AutoSharing Option
17 წლის აკაკი შულაია მარტვილის "მერანის" ძირითად შემადგენლობაში ერთი წლის წინათ გამოჩნდა. თამაშობდა გიორგი დევდარიანის 17-წლამდელებში, არის საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წევრობის კანდიდატი.

ოქტომბრის შესარჩევ მატჩებში ალექსანდრე ჩივაძემ ის ახალგაზრდულ ნაკრებშიც გამოიძახა...

სწორედ მაშინ "ლელოში" გამოქვეყნდა მისი ინტერვიუ, სადაც ამბობდა:

"პირადად არავინ დამლაპარაკებია, მაგრამ მითხრეს, რომ წინადადებები იყო გორის "დილადან", "ზესტაფონიდან", თბილისური გუნდებიდან, "საბურთალოდან". თუ არ მეშლება, თბილისის "დინამოც" ყოფილა დაინტერესებული".


ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გივი დიდავა, რომელიც "მერანში" მალხაზ ჟვანიას ასისტენტი იყო და შემდეგ - "დინამო 2"-შიც, ამბობდა, რომ შულაია
ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ფეხბურთელია.

ამ ფონზე, საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება - ახლახან "დინამოს" მთავარ მწვრთნელად დანიშნული ჟვანია გუნდში ცვლილებებს გეგმავს და, თურმე, ნიჭიერი ფეხბურთელების შემოკრებას აპირებს.

სავარაუდო ტრანსფერებს შორის შულაიაც დასახელდა. რა ხდება სინამდვილეში, ამის გასარკვევად თავად ფეხბურთელს დავუკავშირდით.

"ჩემთვის ჯერ არავის არაფერი უთქვამს. ახალი წლიდან "დინამოში" ვითამაშებ თუ სადმე სხვაგან, ნამდვილად არ ვიცი. ჩემი მენეჯერი გოგა გახოკიძეა და ყველა დაინტერესებულ კლუბთან მოლაპარაკებას სწორედ ის აწარმოებს.

ვიცი, რომ უკვე რამდენიმე კლუბს ელაპარაკა, მათ შორის - ევროპაშიც. ყველაფერზე პასუხი უახლოეს პერიოდში მეცოდინება, მაგრამ ახლა თავადაც გაურკვევლობაში ვარ",
- ამბობს შულაია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული