სპარტაკი-დილა 0:0 - "ფოლადზე" ფოლადის დაცვით [VIDEO]

AutoSharing Option
შეხვედრა რუსთავში გაიმართა და ნომინალურ მასპინძელ ცხინვალის "სპარტაკს", სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, გამარჯვება მართებდა ძლიერ მეტოქესთან - ცხრილის ქვევით ისეთი სიტუაციაა, რომ "სპარტაკის" გარდა, "ზუგდიდიც" და "მერანიც" შლეგად იბრძვიან ქულების მოსანაგრებლად.

"დილას" სულ სხვა ამოცანები აქვს, ზედა ექვსეულში ადგილი ჯერაც არ დაუბევებია, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, გორელები ექვსეულში დარჩებიან და ევროსაგზურისთვისაც იბრძოლებენ.

19 დეკემბერს "დილამ" საკმაოდ ბევრი სახიფათო იერიში განახორციელა. რასაც აშკარა საგოლე მომენტი ჰქვია, ასეთი შანსიც გაანიავა. "სპარტაკი" მაგრად იდგა, კონცენტრაცია წამითაც არ დაუკარგავს და ნოყიერ ქულასაც გამორჩა.

იხილეთ
ვიდეო
Sportall.Ge

...ოთარ ხიზანეიშვილმა საჯარიმო დარტყმით განიზრახა გოლის გატანა, კარგადაც გადაავლო ბურთი "ცოცხალ კედელს", მაგრამ დარტყმას ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

Sportall.Ge...და აშკარა საგოლე მომენტიც: გრიგოლ დოლიძემ მარჯვნიდან ჩააწოდა, გიორგი აბურჯანია ყველაზე მაღლა ახტა და მისი ღონიერი თავური ძელმა აისხლიტა.

ტაიმის მიწურულს, გორელთა სწრაფი კომბინაციის შემდეგ, დოლიძე მარჯვნიდან შეიჭრა "სპარტაკის" საჯარიმოში. კუთხე მახვილი იყო და დარტყმას კარის გასწვრივ ჩაწოდება ამჯობინა - ბურთის კარში გადაგზავნა ვერავინ მოახერხა.

"სპარტაკი" ყრუ დაცვაში როდი იჯდა. როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდებოდა, შეტევაში გადადიოდა, თუმცა კახა კაჭარავას გუნდის იერიშებს ჯანი აკლდა.

შესვენების შემდეგ სურათი არ შეცვლილა: "დილა" მეტწილად შეტევაზე ფიქრობდა, "სპარტაკი" - დაცვაზე.

აღსანიშნავია ბოლქვაძე-დოლიძე-ბოლქვაძის მოხდენილი კომბინაცია, რომლის შემდეგაც ბოლქვაძე დასარტყმელ პოზიციაზე კი აღმოჩნდა, თუმცა "სპარტაკის" ერთ-ერთმა მცველმა ბურთი კარისკენ არ გაუშვა.

ხიზანეიშვილმა ხელმეორედაც სცადა ჯარიმიდან ბურთის ბადეში გახვევა და კვლავ ოდნავ დააკლდა სიზუსტე.

მოგვიანებით, შეტევაში ჩართულმა თემურ ღონღაძემ 17-18 მეტრიდან დაარტყა ძლიერად, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

ირაკლი მოდებაძემ კარგად დაამუშავა ბურთი, კორპუსი ისე ჩადგა, მცველი ჩამოიცილა - "დილას" ცენტრფორვარდის დარტყმაც არაზუსტი გამოდგა.

ასე იყო საქმე რუსთავის "ფოლადზე", სადაც ფოლადისებურმა დაცვამ ნულებს ვერაფერი შემატა.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

XIX ტური
2014 წ. 22 თებერვალი, შაბათი
სპარტაკი-ჩიხურა
დილა-გურია
ზესტაფონი-ზუგდიდი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-მერანი
დინამო-სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული