ვიტ ჯორჯია-ტორპედო 5:0 - ვეტერინარული შტორმი [VIDEO]

AutoSharing Option
ახლახან ქუთაისში დიდთოვლობა იყო, 19-ში კი "ტორპედოს" "ვეტერინარულმა შტორმმა" გადაუარა.

"ვიტ ჯორჯიამ" სეზონის საშემოდგომო ნაწილი ორი ჩინებული გამარჯვებით დაასრულა. ზურაბ ბერიძის გაწვრთნილებმა ჯერ თბილისის "დინამო" დაამარცხეს მისსავე მოედანზე, 19 დეკემბერს კი სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და ქუთაისის "ტორპედო" 5:0 გაანადგურეს.

აშკარა იყო, წინა ტურში "დინამოსთან" გამარჯვებამ "ვიტ ჯორჯიას" საკუთარი ძალების რწმენა შემატა და მეტოქეს თამამად შეუტია.

მასპინძლებმა პირველივე ხეირიანი შეტევით ანგარიში გახსნეს. ნიკა მაისურაძის მშვენიერი გადაცემით ლევან კუხალეიშვილი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა და ზუსტად დაარტყა - 1:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მალე ანგარიშის
გაზრდა შეეძლო გიორგი ჯანელიძეს, რომლის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

Sportall.Geქუთაისელები პირველ ტაიმში აქტიურები კი იყვნენ, მაგრამ ქაოსურად თამაშობდნენ და მეტოქის კართან მიახლოება უჭირდათ. ერთი მომენტის გახსენება შეიძლება - ფლანგური გადაცემის შემდეგ თავის გამოჩენის შანსი რევაზ ბარაბაძეს ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

ტაიმის მიწურულს "ვიტ ჯორჯიამ" მეორედაც გაიტანა. აკაკი წყაროზია მარცხენა ფლანგიდან ქუთაისელთა საჯარიმოში დრიბლინგით შეიჭრა და ბურთი თავისიანს გადააწოდა. ქუთაისელთა მცველმა გადაცემა კი ჩაჭრა, მაგრამ ჯანელიძემ აართვა ბურთი და ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა - 2:0.

მეორე ტაიმი ქუთაისელებმა აქტიურად დაიწყეს და დიდი ძალებით სცადეს ანგარიშის შემცირება. ამით კი მასპინძლებმა ისარგებლეს და მეტოქე სამჯერ გამოიჭირეს კონტრშეტევაზე.

"ტორპედო" საკუთარ თავს არ ჰგავდა, ჯანელიძე და კომპანია კი მოედანზე ყველაფერს აკეთებდნენ, რაც მოესურვებოდათ - სწრაფად, აზრიანად და მწვავედ უტევდნენ.

75-ე წუთზე წყაროზიამ საჯარიმოში ელგუჯა ლობჯანიძე დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მან კი მეკარეს ახლო კუთხეში დაურტყა - 3:0.

გავიდა რამდენიმე წუთი და მარცხენა ფლანგზე გაქცეულ იაშვილს ჯანელიძემ გამჭოლი გადაცემა გაუკეთა, ვიტელთა მარცხენა მცველმა კი მეტოქე ცრუ მოძრაობით ჩამოიცილა და მახვილი კუთხიდან შორეულ "ცხრიანში" ულამაზესი გოლი გაიტანა - 4:0.

საბოლოო წერტილი კი ნიკა სიჭინავამ დასვა. აღსანიშნავია ლობჯანიძის კარგი თამაში - მან ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, მცველს საჯარიმოში აართვა და საჯარიმოსკენ დაძრული თანაგუნდელი შენიშნა - სიჭინავამ დარტყმაში მთელი სული და გული ჩააქსოვა, ანგარიში კი 5:0 გახდა.

შეხვედრამ გაორებული გრძნობა დაგვიტოვა. ერთი მხრივ, როგორც იქნა, "ვიტ ჯორჯია" ათამაშდა და მშვენიერი ფეხბურთიც აჩვენა.

მეორე მხრივ კი, დასანანია (და გაუგებარიც) "ტორპედოს" ასეთი ჩავარდნა - რა დაემართა გუნდს, რომელიც სეზონის დასაწყისში ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებდა?!

XVIII ტურის სხვა მატჩები
მერანი-დინამო 0:2 - ჟვანიას ფაქტორი და ღირსეული ჩემპიონი [VIDEO]
სპარტაკი-დილა 0:0 - "ფოლადზე" ფოლადის დაცვით [VIDEO]
ჩიხურა-სიონი 1:1 - ...მარცხი აღარ იციან
გურია-ზესტაფონი 0:1 - რა ესროლა გია გეგუჩაძემ ლანჩხუთელ ქომაგებს [VIDEO]
ზუგდიდი-მეტალურგი 1:0 - გიორგი დარასელიას მეორე გამარჯვება [VIDEO]

XIX ტური
2014 წ. 22 თებერვალი, შაბათი
სპარტაკი-ჩიხურა
დილა-გურია
ზესტაფონი-ზუგდიდი
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია
ტორპედო-მერანი
დინამო-სიონი

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 9
ჩისკო (დინამო, თბ) 8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
უკრაინის მოქალაქეა წყაროზია
svani
17:05 20-12-2013
0
აკაკი წყაროზიაა აბა დატა ტუტაშხია ხო არ იქნება მეგრელი
margali
16:20 20-12-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული