ბოლნისის "სიონი" გიორგი ადამიას და ილია კანდელაკს იმატებს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონში" ორი ახალი, გამოცდილი ფეხბურთელი მივიდა: გიორგი ადამია და ილია კანდელაკი. ორივე 32 წლისაა და ორივეს ბოლო ორი კლუბი "ზესტაფონი" და ბაქოს "ინტერი" იყო.

ადამიამ პროფესიონალი ფეხბურთელის გზა "ვიტ ჯორჯიიდან" დაიწყო. ეს გუნდი 2004 წელს პირველად რომ გახდა საქართველოს ჩემპიონი, ადამიამაც მაშინ დატოვა საქართველო და აზერბაიჯანის სხვადასხვა გუნდში წარმატებით გამოდიოდა. ის თავდამსხმელი გახლავთ.

კანდელაკმა კი კარიერა თბილისის "დინამოში" დაიწყო, მერე უკრაინაში, გერმანიაში, ავსტრიასა და აზერბაიჯანში თამაშობდა. მას ნახევარდაცვის ცენტრში და მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში, ეროვნულ ნაკრებში კი 14 მატჩი
აქვს ჩატარებული.

"სიონს" გამოცდილი ფეხბურთელები არც მანამდე აკლდა და კვლავ გამოცდილებს იმატებს. ლადო ბურდულის გუნდს ამ მხრივ ბევრი ვერ დაეტოლება.

ისე, სეზონის მეორე ეტაპზე გამოცდილება ალბათ ბევრს გადაწყვეტს - "სიონს" ხომ ზედა ექვსეულში დამკვიდრების კარგი შანსი აქვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული