"მერანი", რომელიც შეკრებაზე ახალი მწვრთნელის, ზურაბ იონანიძის მეთაურობით წავიდა, თავიდან ამხანაგურად ბულგარულ "ბეროეს" გაეჯიბრა და უგოლოდ გაეყარა.
მარტვილელებმა ნახევარი მატჩი 10 კაცით ითამაშეს, თუმცა მეტოქეს მაინც არ გაატანინეს და ცოტა რომ გამართლებოდათ, იქნებ მოეგოთ კიდეც.
მამალაძე, გაბუნია, იობაშვილი, მელიავა, ხუბუა, ფონიავა, ჯოჯუა, ბენაშვილი, ბაბუნაშვილი, კუჭუხიძე, ჩხეტიანი - ასეთი იყო "ბეროესთან" "მერანის" ძირითადი შემადგენლობა, შეცვლაზე კი ითამაშეს
ბულგარელების შემდეგ იონანიძემ შეგირდები გროზნოს "ტერეკის" სათადარიგო გუნდთან ათამაშა და 3:1 მოაგებინა.
შუა კვირაში კი მარტვილელები რუმინულ "ტირგუ მურეშს" გაეჯიბრნენ და 1:3 წააგეს. "მერანისგან" ერთადერთი გოლი კიჭი მელიავამ გაიტანა.
იონანიძის გუნდი შინ 16 თებერვალს დაბრუნდება, ჩემპიონატს კი 26 თებერვალს, ქუთაისის "ტორპედოსთან" მატჩით განაახლებს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"