ბრაზილიელმა ფორვარდმა ლინკოლნმა "ზუგდიდს" თავი ვერ მოაწონა

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე "ზუგდიდმა" ბოლო დღეებში სამი საკონტროლო მატჩი გამართა. გიორგი დარასელიას შეგირდები რუსეთის პირველი ლიგის ბინადარ კალინინგრადის "ბალტიკასთან" 0:1 დამარცხდნენ.

ქართულმა გუნდმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ქვილითაია (46. ზარქუა), დ. ქირია, აფაქიძე (75. ნიკოლაძე), მირცხულავა, ჯავაშვილი, ი. შალიკაშვილი (35. ქებაძე), სიხარულია (71. გ. სამუშია), შ. ლომია, კირკიტაძე, გუგუჩია, კავალიაუსკასი (58. ლინკოლნი).

მატჩის მსვლელობისას საყრდენი ნახევარმცველი ირაკლი შალიკაშვილი სერიოზულად დაშავდა და შესაცვლელი გახდა. სამწუხაროდ, ეს ზუგდიდელთა პირველი დანაკლისი არ არის - პირველივე ამხანაგურ მატჩში მარჯვენა მცველმა რომეო კანკიამ მენისკი დაიზიანა.

"ბალტიკამ" ჩვენების
კარი 26-ე წუთზე აიღო. ანდრეი სალნიკოვსმა ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო და ძლიერი დარტყმით "ზუგდიდის" მეკარე მაქსიმე ქვილითაიას ბურთი თავზე გადაუგდო. სწორედ დარტყმის მომენტში, კალინინგრადელმა ფორვარდმა ბურთი ხელით გაისწორა და მსაჯს რეაგირებას სთხოვდნენ, მაგრამ მან კარის აღება დააფიქსირა.

საპასუხო გოლის გატანა შეეძლო დავით კირკიტაძეს, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ტაიმის მიწურულს შანსი ვერ გამოიყენა ლუკა გუგუჩიამაც. 49-ე წუთზე კი ზუგდიდელები აქეთ გადარჩნენ - ნიკა აფაქიძემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა.

მე-60 წუთზე იმავე აფაქიძეს შეეძლო მეტოქის დამწუხრება, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა. მე-80 წუთზე კალინინგრადელთა მცველმა საჯარიმოში ხელით ითამაშა, მაგრამ მსაჯმა ამ ეპიზოდსაც წაუყრუა - პენალტი არ დანიშნა.

* * *
შაბათს "ზუგდიდმა" ორ ამხანაგური მატჩი ჩაატარა: დილას, ჩინეთის პირველი დივიზიონის მეათეადგილოსან ბიტ-თან ითამაშა, ხოლო საღამოს - ბულგარეთის A ლიგის წარმომადგენელ სოფიის "სლავიასთან".

დარასელიას გუნდმა ჩინელები 6:2 დაამარცხა. დუბლი შეასრულა ლიტველმა ვიტალიუს კავალიაუსკასმა. ისიც აღსანიშნავია, რომ გოლი გაიტანა სამწლიანი შესვენების შემდეგ მოედანზე დაბრუნებულმა კობა წიტაიშვილმა. 89-ე წუთზე კი მსაჯმა გუგუჩიას წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა.

ზუგდიდი: ზარქუა (76. ჯომიდავა), ქვარცხავა, აფაქიძე (32. მირცხულავა), ნიკოლაძე (69. დ. ქირია), ლ. მჭედლიშვილი (46. ჯავაშვილი), ქათამაძე (46. ქებაძე), ფარჯიკია (46. კირკიტაძე), გ. სამუშია (46. ლომია), ბულია (46. კავალიაუსკასი), წიტაიშვილი (46. გუგუჩია).

* * *
მომდევნო შეხვედრაში "ზუგდიდი" რუმინეთის პირველი ლიგის ბინადარ რესიტას "მეტალულთან" 2:3 დამარცხდა. დარასელიას გუნდიდან თავი გამოიჩინეს გუგუჩიამ (31-ე წუთი, პენალტი) და ბულიამ (88-ე). მეტოქეს კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ 59-ე წუთზე რუმინელის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი ხარიხას მოხვდა.

ზუგდიდი: ქვილითაია (46. ზარქუა), დ. ქირია (46. ქვარცხავა), მირცხულავა, აფაქიძე, ჯავაშვილი, ქებაძე (46. ქათამაძე), სიხარულია (65. კავალიაუსკასი), ლომია (78. ნ. ქირია), კირკიტაძე (74. ფარჯიკია), გუგუჩია (71. ბულია), წიტაიშვილი (46. სამუშია).

იყო ინფორმაცია, თითქოს "ზუგდიდში" სინჯებზე მავან ხორვატ თავდამსხმელს ელოდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ამბავი არ დასტურდება. ეს კი არა, ჯერ არც ვიტალიუს კავალიაუსკასს გაუფორმებია კონტრაქტი, ბრაზილიელი ფორვარდი ლინკოლნი კი "ბალტიკასთან" მატჩის მერე გაუშვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
abragss-რაღაცა არ მოგეწონა ეტყობა.ერთი,შენ დაწერე,თვითონ ვინა ხარ,მაგას რომ მეკითხები და გაგაცნობ ჩემ თავს, არაა პრობლემა....
kobaladze
16:24 18-02-2014
0
მახსოვს შარშან არც ერთ თამაში არ წაუგიათ, ახლა კი ერთ ნორმალურ გუნდთან არ უთამაშიათ და ასე აგებენ. დარსელია მეგონა გმერთი იყო, ისე დახატეს მაგრამ სულ გააფუჭა ყველაფერი, ვხედავ ვინც ყოფილა. სამარცხვინო სასტავია. ამათი იმედი ვინმეს თუ გაქვთ მეცოდებით!!! ამ გუნდს ვბალეიშიკობდი, თუმცა უკვე აღარ!!!
kaxi
18:55 17-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული