20 წლის ფეხბურთელი მცველადაც თამაშობდა და ნახევარმცველადაც. 2012-13 წლების სეზონში მან ცსკა-ს დუბლებში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 2013 წელს, 19-წლამდელთა საერთაშორისო ტურნირზე, "აიაქსის" დუბლების ძლევაში (2:0) 45-ე წუთზე გატანილი გოლით თავისი წვლილი შეიტანა. სხვათა შორის, მაშინ ცენტრალური მცველი იყო.
შარშან ზაფხულში, სათამაშო
- ახლა ყველა ქართველ ფეხბურთელს უცხოეთისკენ უჭირავს თვალი, შენ კი მდიდარი კლუბიდან საქართველოში დაბრუნდი...
- უკვე 20 წლის ვარ და რუსეთში დუბლებში თამაშს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მერჩივნა სათამაშო პრაქტიკის მიღება. ქუთაისის "ტორპედო" კი ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის.
- ცსკა-ში დაწინაურება რატომ ვერ მოახერხე?
- ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და მის ძირითადში მოხვედრა ძალიან ძნელია, მეტი გამოცდილებაც მჭირდება, კლასიც და მიმაჩნია, რომ ქუთაისის "ტორპედოში" თამაში ძალიან წამადგება. მით უფრო, რომ გუნდს ცნობილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი ავარჯიშებს. იმედია, ამის შემდეგ რუსეთში დავბრუნდები.
- ისევ ცსკა-ში?
- დიახ.
- და საქართველოში მომზადებით ასეთ კლუბში მოხვედრა რეალურია?
- მთავარია თამაში, ეს არის საუკეთესო ვარჯიშიც და მომზადებაც. მერე აუცილებლად მოვუმატებ, მეტი ჯანიც მექნება და ცსკა-ში დავბრუნდები.
- "დილასთან" საკონტროლო შეხვედრისას განაცხადში რატომ არ იყავი?
- განაცხადში დროულად ვერ შემიყვანეს, რადგან მოსკოვიდან გათავისუფლების ფურცელი არ იყო გამოგზავნილი. მაგრამ არა მგონია, ეს პრობლემა გახდეს. მითხრეს, რომ ყველაფერი უახლოეს დღეებში მოგვარდება.
- ბოლო წლებში, ასაკობრივი ნაკრებების ხელმძღვანელები უცხოეთში მოთამაშე ქართველებს უყურადღებოდ არ ტოვებდნენ. შენ მიმართ ინტერესი არ გამოუჩენიათ?
- კი, მაგრამ ცსკა არ მიშვებდა.
- რატომ?
- საქართველოს მოქალაქე არ ვარ, აქ ჩამოსვლისა და თამაშის შემთხვევაში კი, იცოდნენ, რომ ამას საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოჰყვებოდა. ლეგიონერის, მით უფრო, ქართველის რუსეთში თამაში და შრომითი უფლების მოპოვება კი ძალიან ძნელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"