უმაღლესი ლიგა. XIV ტური: თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე დამარცხდა

AutoSharing Option
30 ნოემბერს საქართველოს ჩემპიონატის XIV ტურის მატჩები გაიმართა.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ბოლნისის "სიონმა" "ზუგდიდს" უმასპინძლა. გუნდებს შორის შეხვედრა უგოლო ფრეთი დასრულდა.

ლანჩხუთში ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ფოთის "კოლხეთმა" "ვიტ ჯორჯია" მიიღო. პირველი უგოლო ტაიმის შემდეგ ანგარიშის გახსნა ფოთელებმა 52-ე წუთზე შეძლეს. გატანილი გოლის ავტორი დათა სიჭინავა გახდა. 59-ე წუთზე შოთა ჯიქიამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. 67-ე წუთზე კი ლევან კუხალაშვილმა სხვაობა შეამცირა. საბოლოოდ "კოლხეთმა" ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

ქობულეთში "ჩელე არენაზე" "შუქურამ" ქუთაისის "ტორპედო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა. 52-ე წუთზე დავით ხოჭოლავამ
"შუქურა" წინ გაიყვანა. 66-ე წუთზე გოგა ფიფიამ გაათანაბრა, ხოლო 82-ე წუთზე ზაზა ტუღუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

რუსთავში "მეტალურგისა" და ცხინვალის "სპარტაკს" შორის მატჩი ფრედ, ანგარიშთ 1:1 დასრულდა. მე-3 წუთზე "მეტალურგი" დაჩი ცნობილაძის გოლით დაწინაურდა. 86-ე წუთზე კი გიორგი კაჭკაშვილმა გაათანაბრა.

ზესტაფონში დავით აბაშაძის სახელობის სტადიონზე "ზესტაფონმა" მწარე მარცხი იწვნია ბათუმის "დინამოსგან". მე-18 წუთზე თეიმურაზ შონიამ სტუმრები დააწინაურა. 25-ე წუთზე კი გიორგი ილურიძემ გაათანაბრა. 39-ე წუთზე ბათუმელები ისევ დაწინაურდნენ, ამჯერად დიმიტრი ტატანაშვილის გოლით. პირველი ტაიმის დასრულებამდე კი გოლით გელა გოგიტიძე გამოირჩა და "დინამოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა. 68-ე წუთზე გოლი ისევ ბათუმელებმა გაიტანეს, გოლის ავტორი გიორგი ბერიაშვილი გახდა. 74-ე წუთზე სხვაობა გიორგი ხიდეშელმა შეამცირა. საბოლოოფ შეხვედრა ანგარიშით 2:4 დასრულდა, ბათუმელების სასარგებლოდ.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე "სამტრედიამ" საჩხერის "ჩიხურა" მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა. სამტრედიელთაგან თორნიკე გორგიაშვილი (67) და ილია კერძევაძე (79, 83) გამოირჩნენ. "ჩიხურადან" გოლის გატანა 78-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ შეძლო.

გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე "დილამ" მარტვილის "მერანი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-7 წუთზე რომან ახალკაცმა გაიტანა.

თბილისის "დინამო" საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის "გურია" მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა. პირველი ტაიმი ანგარიშით 1:1 დასრულდა. 42-ე წუთზე ალექსანდრე კოშკაძემ "გურია" წინ გაიყვანა, თუმცა ორ წუთში ლაშა შერგელაშვილმა გათანაბრება მოასწრო. გამარჯვების გოლი 46-ე წუთზე "გურიას" ფეხბურთელმა კობა შალამბერიძემ გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
Xizana da misnairebi ro daakena sastavshi imitomac caago
simartle
23:44 30-11-2014
0
დინამოს სასცრაფოდ უნდა პროფესოინალი მწვრთნელი, ეყოთ ბეი ბეგი.
vano
19:45 30-11-2014
0

სიახლეები პოპულარული