თბილისის "დინამოს" 35 წლის ესპანელი ფეხბურთელი ჩისკო მუნიოსი კარიერის დასრულებას აპირებს.
ჩვენი ინფორმაციით, ჩისკოს ბოლო მატჩი 11 დეკემბერს "დინამო არენაზე" გაიმართება, სადაც საქართველოს სუპერთასისთვის ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "დინამო" დაუპირისპირდებიან.
მანამდე კი ჩისკოს ბოლოსწინა მატჩი 7 დეკემბერს, ივანწმინდაში ჩატარდება, სადაც დინამოელები "ჩიხურას" უკვე ჩემპიონატის ფარგლებში შეხვდებიან.
შეგახსენებთ, რომ ჩისკო "დინამოში" 2011 წლიდან თამაშობს. მანამდე ესპანელი ფორვარდი "რეკრეატივოში", "ტენერიფეში", "ვალენსიაში", "ბეტისსა" და "ლევანტეში" გამოდიოდა.
ასევე იხილეთ:
სეზონის ნომინანტები. საუკეთესო გოლი - ჩისკო [VIDEO]
სეზონის ნომინანტები. საუკეთესო ფეხბურთელი/საუკეთესო ლეგიონერი - ჩისკო
16:23 03-12-2014
ჩისკო ფეხბურთელის კარიერას 11 დეკემბერს, "დინამო არენაზე" დაასრულებს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ჩისკოოო
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული