"ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტი: მათე კვირკვიას თაობაზე "აქტობედან" არავის მოუმართავს

AutoSharing Option
უკვე ვწერდით, რომ ყაზახურ "აქტობეს" საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელის, მათე კვირკვიას გადაბირება სურს.

კვირკვია ერთ-ერთი გამორჩეულია ჩვენს ჩემპიონატში და საინტერესოა, როგორი იქნება ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალი.

"ფაქტია, ყაზახური კლუბიდან ჩვენ არავინ შეგვხმიანებია. მათე კვირკვიას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს "ვიტ ჯორჯიასთან". ყაზახეთში ახლა შესვენებაა, სეზონი მარტში განახლდება და იქამდე დიდი დროა.

ეს ისე, ცნობისთვის, თორემ მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ კვირკვია ჩვენი გუნდის ფეხბურთელია...

რაც შეეხება "ვიტ ჯორჯიას" მომავალს, მთლიანად შევინარჩუნებთ ბირთვს. მალე უფრო ზუსტად შეგვეძლება საუბარი ჩვენი მოსამზადებელი გეგმების შესახებ.

დღეს მხოლოდ ის ვიცით, რომ სეზონის განახლებისთვის სამზადისს, სავარაუდოდ, 25 დეკემბრიდან დავიწყებთ", - გვითხრა "ვიტ ჯორჯიას" პრეზიდენტმა გურამ რუხაძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული