შარიქაძემ კარიერის გაგრძელება სხვა გუნდში ისურვა...
- მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო "ზესტაფონის" ხელმძღვანელობასა და თითოეულ გულშემატკივარს. გადაჭარბების გარეშე ვიტყვი: ამ გუნდში გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ - ტიტულები მოვიგე, გავხდი საქართველოს ჩემპიონი, გულშემატკივრების მხრიდან მუდამ საუკეთესო დამოკიდებულებას ვგრძნობდი...
სხვა რა უნდა ფეხბურთელს? მუდამ სიამოვნებით გავიხსენებ "ზესტაფონში" ყოფნის პერიოდს.
- რატომ დატოვეთ "ზესტაფონი"?
- ჩემი აზრით, სამი
მივიჩნიე, რომ "ზესტაფონში" საკუთარი თავი ამოვწურე და უპრიანია, ჩემი კარიერა ახალ ეტაპზე გადავიდეს.
- და რომელ გუნდში აპირებთ კარიერის გაგრძელებას?
- სიმართლე გითხრათ, ჯერ საბოლოოდ არ გადამიწყვეტია. არის რამდენიმე ვარიანტი. დავფიქრდები, ავწონ-დავწონი და ამის მერე მივიღებ გადაწყვეტილებას.
- დანამდვილებით ვიცით, რომ თქვენთან თანამშრომლობა "სამტრედიას" სურს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ამ გუნდის მწვრთნელებმა კარგად იციან თქვენი შესაძლებლობები...
- არ დავმალავ, "სამტრედიიდან" მართლაც შემეხმიანნენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია.
- კარგა ხანია, საქართველოს ჩემპიონატში თამაშობთ. საინტერესოა თქვენი აზრი - მაინც, საით მიდის ჩვენი პირველობა?
- ჩემი აზრით, წინ ვერ მივდივართ. ეს ფაქტია...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"