საჩხერის "ჩიხურა" საგაზაფხულო ეტაპს გაძლიერებული ნახევარდაცვით ხვდება

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" საქართველოს ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპს საგრძნობლად სახეშეცვლილი ნახევარდაცვით დაიწყებს.

გუნდის ფორმას მოირგებენ "ზესტაფონის ექსნახევარმცველები - ლევან შარიქაძე და მიხეილ სარდალიშვილი, აგრეთვე, ბოლნისის "სიონის" ყოფილი საყრდენი შუახაზელი გიორგი განუგრავა.

ეს ამბები "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ გაგვიმხილა:

"მეორე წრისთვის გაძლიერება რომ გვსურდა, ეს ადრეც გითხარით. მოლაპარაკება რამდენიმე მოთამაშესთან გვქონდა.

საბოლოოდ, შეთანხმებამდე მივედით "ზესტაფონის" ფეხბურთელებთან - შარიქაძესთან, სარდალიშვილთან და "სიონის" ყოფილ ნახევარმცველ გიორგი განუგრავასთან.

ჩემი აზრით, მათ "ჩიხურას" გაძლიერება შეუძლიათ. კონტრაქტი რამდენიმე დღეში გაფორმდება და ისინი ოფიციალურად გახდებიან "ჩიხურას" მოთამაშეები", -
ამბობს ფრუიძე.

მისივე თქმით, ჯერ გუნდიდან არავინ წასულა, თუმცა, შესაძლოა, კლუბი რამდენიმე ფეხბურთელს დაემშვიდობოს. გუნდი მეორე ეტაპისთვის მზადებას 8 იანვრიდან, საჩხერეში შეუდგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
დობროვოლსკი ხო იქნება ამ სეზონზე? მაგარი ფეღბურთელია. გამოადგება ჩიხურას
lasha
16:01 09-01-2015
0
კარგია ეს ტრანსფერები ძალიან გამოადგება ჩიხურას ახლა ცენტრალური მცველი უნდა იშოვოთ დაიმატენთ ან ფერეირა ან თედორე გრიგალაშვილი ესენიც გამოგადგებიან:)
ჩიხურა
12:59 05-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული