ბოლნისის "სიონი": ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი და თურქული შეკრება

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონმა", საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში მოკრძალებული, მე-14 ადგილი რომ უჭირავს, ზამთრის მოსამზადებელი პერიოდი დაგეგმა.

ლადო ბურდული და მისი შეგირდები იმედოვნებენ, რომ გუნდის სატურნირო მდგომარეობა კარდინალურად გაუმჯობესდება.

13-14 იანვარს "სიონის" ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 15-დან კი გუნდი თბილისში დაბანაკდება და ვარჯიშს დაიწყებს. საქართველოში "სიონმა" უკვე დაგეგმა 5 ამხანაგური მატჩი.

21 იანვარს ბოლნისელები ცხინვალის "სპარტაკს" დაუპირისპირდებიან, 27-ში მათი მეტოქე გორის "დილა" იქნება, 28 იანვარს ბურდულის გუნდი დე
დაქალაქურ "ვიტ ჯორჯიასთან" ისპარინგებს, 30-ში კი - პირველლიგელ "საბურთალოსთან".

ამჟამად, ბოლნისელთა ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას აწარმოებს ბაქოს აზალ-თან და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, აზერებთან სპარინგი 24 იანვარს გაიმართება.

ბოლნისელებმა თურქული შეკრებაც დაგეგმეს. გუნდი ბელეკში 1-ელ თებერვალს გაემგზავრება და იქ 14 თებერვლამდე დარჩება. ბელეკში "სიონი" ხუთ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. მოწინააღმდეგე გუნდების ვინაობა ზუსტდება.

ამ დროისთვის, "სიონს" ერთადერთი ახალწვეული ჰყავს - ფოთის "კოლხეთის" ყოფილი ლიდერი დათა სიჭინავა. ტრანსფერი სოლიდურია, თუმცა, ცხადია, ეს ვერ იქნება საკმარისი სიტუაციის გასაუმჯობესებლად. ამიტომ "სიონისგან" სატრანსფერო ბაზარზე გვარიანი აქტიურობაა მოსალოდნელი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული