"ვიტ ჯორჯია" შანსს რვა გამოუცდელ ახალგაზრდას მისცემს

AutoSharing Option
დედაქალაქური "ვიტ ჯორჯია", რომელიც სეზონის განახლებისთვის ემზადება, 8 ახალგაზრდა ფეხბურთელს დააკვირდება. ამის თაობაზე "ვეტერინართა" თავკაცმა ზურაბ ბერიძემ გვითხრა.

"8 ფეხბურთელს გავსინჯავთ. 7 უკვე ჩვენთანაა, მერვეც შემოგვიერთდება.

17 იანვარს "ვიტ ჯორჯიას" მეორე გუნდი და გასასინჯი ფეხბურთელები ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ "მარკ სტართან" და მათი ბედიც ამის შემდეგ გადაწყდება.

ამ ბიჭების სახელები მკითხველს არაფერს ეტყვის - ისინი ახალგაზრდა, გამოუცდელი მოთამაშეები არიან და ვნახოთ, როგორ წარმოაჩენენ თავს", - განაცხადა ბერიძემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული