"საბურთალომ" თურქეთში გამგზავრებამდე სპარინგები დაგეგმა

AutoSharing Option
პირველი ლიგის A ჯგუფის ლიდერი "საბურთალო" "ბენდელას" სტადიონზე მეორე წრისთვის მზადებას აგრძელებს.

სამედიცინო შემოწმება გუნდის ლიდერმა, საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ზურაბ მენთეშაშვილმაც გაიარა, რომელმაც მენისკის ოპერაცია დიდი ხნის წინ გაიკეთა, მაგრამ ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ანალოგიურ მდგომარეობაშია გუნდის კიდევ ერთი წევრი ირაკლი ბიძინაშვილი, რომელიც პირველი წრის მიწურულს "ლოკომოტივთან" გასვლით შეხვედრაში დაშავდა.

"საბურთალომ" სპარინგები თბილისში დაგეგმა. გადაწყვეტილია, რომ 24 და 30 იანვარს თბილისელები ჯერ "ცხინვალს", შემდეგ კი ბოლნისის "სიონს" გაეჯიბრებიან. ორივე სპარინგს "ბენდელას" სტადიონი უმასპინძლებს.

1-ელ თებერვალს გია ჭიაბრიშვილის გუნდი
თურქეთში გაემგზავრება, სადაც ორ კვირას დაჰყოფს და 5 ამხანაგურ შეხვედრასაც გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული