დინამო-ვიტ ჯორჯია 1:0 - მეორე მოგებული ტესტ-მატჩი

AutoSharing Option
24 იანვარს თბილისის "დინამომ" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი ტესტ-მატჩი "ვიტ ჯორჯიასთან" გამართა.

მეორე მოსამზადებელ შეხვედრაში კახა გოგიჩაიშვილის გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, გოლი კი 43-ე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გაიტანა.

"დინამომ" მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: ჰრდლიჩკა, ტაბატაძე, გველესიანი, ჭანტურია, ალბერტუ, ბუკორაცი, კიტეიშვილი, ჯიღაური, ჯერემია, გუგა, უგულავა.
შეცვლაზე შევიდნენ: დაუშვილი, თოთაძე, ჯაფიაშვილი, კაკაბაძე, ცინცაძე, ჯანელიძე, პარუნაშვილი, ლობჟანიძე, მიქელთაძე, ჩირგაძე.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, მიკრო-ტრავმების გამო ინდივიდუალურად ივარჯიშეს პაპუნაშვილმა, შერგელაშვილმა და ჭანტურიშვილმა.

თბილისის "დინამო" შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 26 იანვრიდან 10
თებერვლამდე მოემზადება. ამ პერიოდში კი ამხანაგურ მატჩებს ხუთ ევროპულ გუნდთან გამართავენ.

მომზადებულია fcdinamo.ge-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული