ანგარიში "სიონმა" გახსნა. პირველი ტაიმის დასრულებას ხუთი წუთი აკლდა, როცა თავი ბოლნისური კლუბის ახალწვეულმა, ექსზესტაფონელმა გიორგი ჭანკოტაძემ გამოიჩინა. მატჩის პირველ ნახევარში მეტი გოლი აღარ გასულა.
ბოლნისელებმა მოპოვებული უპირატესობა მე-60 წუთზე განამტკიცეს. "დილადან" გადმობირებულმა გიორგი ბერიძემ მასპინძელთა საჯარიმოში იაქტიურა, რის შემდეგაც "ვიტ ჯორჯიას" კარში პენალტი დაინიშნა. 11-მეტრიანი ზუსტად "სიონის" კიდევ ერთმა შენაძენმა, "კოლხეთის" ყოფილმა ფეხბურთელმა დათა სიჭინავამ შეასრულა.
მატჩის ენდშპილი მასპინძლების აღმოჩნდა. "ვიტ
მატჩის მსვლელობისას ერთი საინტერესო ფაქტი მოხდა. მეორე ტაიმში მინდორზე შესული ლექსო ინწკირველი გააძევეს, მისი ადგილი კი დაიკავა სანდრო გურეშიძემ, ვინც პირველი ტაიმი შეუცვლელად ჩაატარა.
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი, თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, მაისურაძე, გახარია, დავლაშელიძე, საბაძე, კახაბრიშვილი, კურდღელაშვილი, ლობჯანიძე (მერაბიშვილი, კალანდია, მოსიძე, ღიბრაძე, დემეტრაშვილი, კალაჯიშვილი, ხვისტანი, კუხალეიშვილი).
სიონი: ბათიაშვილი, გოგობერიშვილი, ცნობილაძე, გურეშიძე, საჯაია, გაფრინდაშვილი, ფოფხაძე, ჭიკაიძე, ჭანკოტაძე, სიჭინავა, მიქაბერიძე (მოსემღვდლიშვილი, ინწკირველი, გურეშიძე, სვანაძე, გიორხელიძე, ქებურია, ბერიძე, ცხადაია, სიჭინავა, ლუის ალბერტო, და სილვა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"