ჩიხურა-ყიზილ ჟარი 2:1 - ესეც ახალი უკრაინელი

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" თურქეთში მორიგ საკონტროლო მატჩში ყაზახეთის პირველი ლიგის წარმომადგენელ პეტროპავლოვსკის "ყიზილ-ჟარის" შეხვდა და 2:1 მოუგო.

საინტერესოა, რომ ამ კლუბის პრეზიდენტი გრიგოლ ლორიაა, ხოლო გუნდის ერთადერთი ლეგიონერი - დავით ჩაგელიშვილი.

მეორე ტაიმში ანგარიში სწორედ ყაზახების ქართველმა ფორვარდმა გახსნა. მან საჩხერელთა მცველებისა და მეკარის შეუთანხმებლობით ისარგებლა. ამის შემდეგ გიორგი ქიმაძემ გაიბრწყინა - ჯერ სამ მცველს გასცდა, საჯარიმოში შეიჭრა და მახვილი კუთხიდან გაათანაბრა ანგარიში, ხოლო მეორე გოლზე ორი უკანახაზელი ჩამოიცილა და გამარჯვებისაც შეაგდო - 2:1.

ჩიხურა: ქვილითაია, კამლაძე, ლუბჩაკი, ბაჯელიძე, ქიმაძე, კაკაშვილი,
სიხარულია, ივანიშვილი, იაკობაშვილი, მუმლაძე; შეცვლაზე: მწყერაშვილი.

"ჩიხურას" ფორმა პირველად მოირგო უკრაინელმა ლეგიონერმა სერგეი ლუბჩაკმა.

"ლუბჩაკი ახლახან შემოგვიერთდა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. სავარაუდოდ, კლუბის ხელმძღვანელობა მას გუნდში დატოვებს", - გვითხრა კლუბის პრესატაშე თორნიკე შალამბერიძემ.

28 წლის ლუბჩაკი ტანმაღალი (187 სმ) ცენტრალური მცველია. მას დიდად ცნობილ კლუბებში არ უთამაშია.

"ჩიხურა" მორიგ საკონტროლო შეხვედრებს დღეს, 6 თებერვალს გამართავს - დილით დონეცკის "მეტალურგს" შეხვდება, საღამოს კი მეორე შემადგენლობით შვეიცარიულ "არაუს" გაეჯიბრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ინფო: "ჩიხურამ" ქართული გუნდების ყველაზე სერიოზული სპარინგ-მეტოქე დაამარცხა. დენის დობროვოლსკიმ 45 მ მანძილიდან გაუტანა დონეცკის "მეტალურგს", რომელსაც მანამდე ხუთივე თამაში მოგებული ჰქონდა, მათ შორის "ტორპედოს" მომგებ კორეულ ჩეჯუსთან და ფახთაქორთან. "ჩიხურას" საწყისი შემადგენლობა - ზარქუა, ღონღაძე, კაშია, ლუბჩაკი, ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, მანჯგალაძე, განუგრავა, კორიფაძე, ტროიანოვსკი, დეკანოიძე.
gorgin
15:53 06-02-2015
0

სიახლეები პოპულარული