როგორც ცნობილი გახდა, "შუქურას" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა სოციალურ გვერდზე ქობულეთელ გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა, კლუბს წარმატებები უსურვა და პოსტი დატოვა.
უკრაინელი მესამე სპეციალისტია, რომელმაც ამ სეზონში "შუქურას" მთავარ მწვრთნელად იმუშავა. ჩემპიონატი ბესიკ შეროზიამ დაიწყო, მერე საქმე ამირან გოგიტიძემ გააგრძელა, რომელიც ნოემბერში ფროლოვმა შეცვალა.
ახლა კი, "ლელოს" ინფორმაციით, "შუქურას" ახალ მწვრთნელად გელა სანაია იმუშავებს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა სპეციალისტი მიმდინარე სეზონში "სამტრედიას" წვრთნიდა. მან გუნდი ნოემბერში დატოვა.
ამასობაში "შუქურამ" თურქულ შეკრებაზე საკონტროლო მატჩი სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" დუბლშემადგენლობასთან გამართა და ანგარიშით
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იმედია მალე გავიგებთ ამ მორიგი საკადრო ცვლილების ნამდვილ მიზეზს. ისე კი სექტემბერში, როცა შეროზია გაათავისუფლეს თანამდებობიდან, კლუბს ჯერ წაგებაც არ ჰქონდა...