"შუქურა" "კურიტიბას" პარტნიორი გახდა, ქობულეთში ბრაზილიელები მოდიან!

AutoSharing Option
ფოტოზე: რევაზ ჩელებაძე და "კურიტიბას" პრეზიდენტი როჟერიო ბასელარი
ცოტა ხნის წინ ქობულეთის "შუქურამ" დონეცკის "შახტარისა" და უკრაინის ეროვნული ნაკრების ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ადრიან პუკანიჩი გადაიბირა, რომელიც ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში 2005 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მაგრამ ქობულეთელთა მადა ამით არ შემოიფარგლა და სამხრეთ ამერიკასაც მისწვდა. როგორც შევიტყვეთ, "შუქურას" პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე და ბრაზილიაში მომუშავე ქართველი სპეციალისტი გოჩა ალადაშვილი იქაური სერია A-ს კლუბ "კურიტიბას" ესტუმრნენ და ოთხი ფეხბურთელის იჯარაზე შეთანხმდნენ.

მათ ბრაზილიაში დავუკავშირდით და კომენტარები ჩამოვართვით.

"კურიტიბასთან" გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, სეზონის
დასრულებამდე რამდენიმე ბრაზილიელი დაგვეხმარება.

კავშირის აწყობაში გოჩა ალადაშვილმა ითამაშა დიდი როლი. მას ბრაზილიაში კარგად იცნობენ და აფასებენ. მჯერა, ეს ნაბიჯი "შუქურას" გაძლიერებასა და განვითარებას ხელს შეუწყობს", - გვითხრა ჩელებაძემ.

"უნდა გენახათ ბრაზილიელების გაოცება, როცა შეიტყვეს, თუ ვინ არის ჩელებაძე. რეზომ ხომ 1980 წელს საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგური მატჩი ითამაშა და საბჭოელების გამარჯვებაში (2:1) დიდი წვლილი შეიტანა.

"კურიტიბას" ხელმძღვანელობამ მას გუნდის თამაშებზე დასასწრები მუდმივი საშვი გადასცა, ხოლო კლუბის პრესსამსახურმა ინტერვიუ ჩაწერა.

რაც შეეხება მოთამაშეებს, დამიჯერეთ, "კურიტიბას" ოთხ ისეთ ფეხბურთელზეა ლაპარაკი, რომლებიც ანდერსონ აკინოს, რუსთავში რომ თამაშობდა წლების წინ, ორი თავით აღემატებიან", - ეს უკვე ალადაშვილის სიტყვებია.

საინტერესოა, რომ "კურიტიბა" 105 წლის წინათ დაარსდა და მისი გაზრდილები არიან ბრაზილიის ნაკრების წევრები: აილტონი, დირსეუ, ალექსი... პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი ლიდსონი, ცნობილი ფეხბურთელები - სეარა, ლინკოლნი...

"კურიტიბას" ვებგვერდმა კი ქობულეთის "შუქურასთან" დამეგობრებას ვრცელი წერილი მიუძღვნა, რომლის ნაწყვეტსაც აქვე გთავაზობთ:

პარტნიორობა საზღვრებს ხსნის
"ქობულეთის "შუქურასთან" ალიანსი "კურიტიბას" ევროპისა და აზიის ბაზარს უხსნის. კურიტიბაში ქართული კლუბის დელეგაცია იმყოფებოდა. მხარეები პარტნიორობაზე შეთანხმდნენ.

ამას საფუძველი 2014 წელს, საქართველოში პაშეკინიოს ვიზიტის შემდეგ ჩაეყარა. მაშინ ამ ქვეყანაში ბრაზილიელი ფეხბურთელებით დაინტერესდნენ, რაც უმაღლესი ლიგის კლუბს გააძლიერებდა და უეფას ევროპის ლიგაზე მოხვედრის შანსს მისცემდა. ჩვენ კი ახალი ბაზრების ათვისების შესაძლებლობა მოგვეცემოდა.

ბოლო შეხვედრა პარასკევს, 13 თებერვალს შედგა, რომელსაც ესწრებოდნენ "კურიტიბას" პრეზიდენტი როჟერიო ბასელარი, ვიცე-პრეზიდენტი რიკარდო გუერა, აღმასრულებელი დირექტორი ჯონ პოლ მედინა, საფეხბურთო მენეჯერი პაშეკინიო.

Sportall.Ge

პირველ ეტაპზე, თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება საქართველოში ოთხი მოთამაშის გაშვებას ითვალისწინებს. კლუბები დაელოდებიან ხელშეკრულების დეტალების დაზუსტებას და სხვა ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებას, რათა განვაცხადოთ, "შუქურაში" სამი თვე რომელი ფეხბურთელები ითამაშებენ.

"უპირველესად, "კურიტიბას" ხელმძღვანელობას მადლობა უნდა გადავუხადო, - ამბობს ქართული კლუბის პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე, საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც 1980 წელს "მარაკანაზე" ზიკოს, სოკრატესისა და ჟუნიორის ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია, - დიდი პატივია, ვიყო ბრაზილიაში და კერძოდ, "კურიტიბაში", რომელსაც მდიდარი ისტორია აქვს (კლუბი 105 წლისაა - რედ.).

ჩვენი პარტნიორობა "კურიტიბადან" "შუქურაში" ოთხი ფეხბურთელის ჩამოსვლას ითვალისწინებს. გვინდა შევქმნათ გუნდი, რომელიც თქვენი მხარდაჭერით ევროპის ლიგაზე ითამაშებს. ამ მოთამაშეებს ევროპულ, ძირითადად კი, რუსულ ბაზარზე მოხვედრის დიდი შანსი ექნებათ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩელე მიდი ჯიგარი ხარ!!!
წარმატებები!
15:14 17-02-2015
0
რაგაც არმჯერა ასეთი პარტნიორობების,ბევრჯერ მომხდარა ქართულ და ბრაზილიურ კლუბებს შორის მსგავსი პარტნიორული ურთიერთობები მაგრამ რაა ამით ქათულ ფეხბურთს?არც არაფერი.
bacho
15:53 17-02-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული