სამტრედია-სიონი 3:1 - ხიზანიშვილმა გაიტანა, იაშვილი დაბრუნდა [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტოები "სამტრედიის" "ფეისბუქის" გვერდიდან
ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა "სამტრედიამ" ბოლნისის "სიონი" მიიღო. უამინდობა ფეხბურთელებს საქმეს ურთულებდა, მაგრამ მატჩი მაინც საინტერესო და უხვგოლიანი გამოდგა.

ბოლნისელები მოედნის თითოეული მონაკვეთისთვის იბრძოდნენ, მაგრამ მასპინძლებმა რამდენიმე სახიფათო მომენტი მაინც შექმნეს.

ანგარიში მე-40 წუთზე გაიხსნა, როცა მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებას "სიონის" საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. ამით გამოცდილმა ზურაბ ხიზანიშვილმა ისარგებლა და საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავი პირველად გამოიჩინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სამტრედიელთა უპირატესობა ფლანგის შემტევმა რევაზ გეწაძემ გაზარდა - 2:0.

ყველას ეგონა, რომ მასპინძლებმა საქმე მოათავეს, მაგრამ "სიონი" გააქტიურდა და
შეცვლაზე შესულმა ცოტნე ქებურიამ სხვაობა შეამცირა - 2:1.

"სიონი" წონასწორობის აღდგენას ცდილობდა და მოედანზე ვითარება დაიძაბა, მაგრამ "სამტრედია" გამოფხიზლდა, არბიტრისგან კომპენსირებულ დროში თორნიკე კაპანაძემ ბოლნისელთა კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 3:1.

თუმცა ეს გამარჯვება მასპინძლებს ძვირად დაუჯდათ: ჯერ იყო და, 19-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი ილია კერძევაძე საკმაოდ მძიმედ დაშავდა, მერე კი მოედნიდან ნაადრევად გაიყვანეს გრიგოლ დოლიძე, რომელმაც ხელის თითი მოიტეხა.

და რაც მთავარია, 79-ე წუთზე მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მოხდა: "სამტრედიის" რიგებში ალექსანდრე იაშვილი გამოჩნდა, რომელიც მოედანს ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
05.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 2 500 მაყურებელი
სამტრედია-სიონი 3:1
გოლები: 1:0 ხიზანიშვილი (40), 2:0 გეწაძე (47), 2:1 ქებურია (68), 3:1 კაპანაძე (90)
სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - ბეჭვაია, კაკუბავა, ხიზანიშვილი, კვირკველია - შარიქაძე (79. იაშვილი), დათუნაიშვილი - დოლიძე (56. თორ. გრიგალაშვილი), ბოლქვაძე, გეწაძე - ი. კერძევაძე (19. კაპანაძე).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, გურული, გორგიაშვილი, ლეონარდო
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
სიონი (4-2-1-2-1): ბათიაშვილი - ფოფხაძე, სვანიძე, საჯაია, გაფრინდაშვილი - გოგობერიშვილი (46. ქებურია), ცხადაია - უგულავა (46. არუჟო) - ჭანკოტაძე (68. ზ. ლობჯანიძე), სიჭინავა - ლუის ალბერტო.
სათადარიგოები: მერლანი, ჩიკაიძე, გიორბელიძე, ჯინჭარაშვილი
მწვრთნელი: ლადო ბურდული
გაფრთხილება: ცხადაია (20), საჯაია (39)
არბიტრი: გიორგი ვადაჭკორია

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

6 მარტი
ზუგდიდი-კოლხეთი

9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მომდევნო (XIX) ტური
13 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სიონი

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
დილა-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული