ჩიხურა-შუქურა 0:2 - კრიზისი თუ შემთხვევითობა? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მართალია, "ჩიხურას" სხვადასხვა მიზეზით აკლდა წამყვანი ფეხბურთელების (ქვილითაია, ოდიკაძე, ღონღაძე, დობროვოლსკი, მუმლაძე) მთელი წყება, მაგრამ ეს ვერაფრით ამართლებს მოედანზე მყოფთა უსუსურობას, რომელთაც მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მოახერხეს ნახევარმომენტის შექმნა და ისიც 45-ე წუთზე.

დანარჩენი დრო მთლიანად სტუმრების იყო. ისინიც ორგანიზებული დაცვიდან შეტევებზე სწრაფი გადასვლით წუთითაც არ აძლევდნენ მოსვენებას მასპინძლებს. ხიფათს ხიფათზე ქმნიდნენ პუკანიჩი, ჩაფიძე, ტვილდიანი, ჩელებაძე, ნუნიესი და თუ ტაიმი უგოლოდ დამთავრდა, ეს სიზუსტის უკმარისობისა და უიღბლობის ბრალი უფრო იყო.

მეორე ტაიმში კაშიამ და ჩიკვაიძემ სცადეს "ჩიხურას" თამაშის
დალაგება, თუმცა, მათ მხარი ვერა და ვერ აუბეს თანაგუნდელებმა; არ იგრძნობოდა ის კრეატიულობა, ჟინი და შემართება, ურომლისოდაც წარმატება ფუჭი ოცნებაა.

სამაგიეროდ, "შუქურა" კიდევ მეტად "აკაშკაშდა". 55-ე და მე-60 წუთებზე, ასპროცენტიანს რომ ეძახიან, ისეთი მომენტები გაანიავა ნუნიესმა. უმაღლესი ბალით შეფასებას იმსახურებს ჩელებაძის გააზრებული თამაშიც და მწვრთნელ გელა სანაიას ალღოც, რომელმაც მართლაც დიდოსტატური სვლა გააკეთა, როცა 84-ე წუთზე ნუნიესი მეტრეველით შეცვალა.

ამ უკანასკნელს მხოლოდ 3 წუთი დასჭირდა თავისი გვარის გასამართლებლად. ჯერ იყო და, 87-ე წუთზე შეტევა აუღებელი დარტყმით დააგვირგვინა, პირველივე დამატებულ წუთზე კი საჯარიმოში სოლო-რეიდით შეჭრილმა უეჭველი პენალტი მოინადირა, რომელიც მეორე გოლად გარდასახა კუხიანიძემ.

"ჩიხურამ", რბილად რომ ვთქვათ, თამაში ჩააგდო და ეს შემთხვევითობაა თუ სერიოზული კრიზისი, რუსთავის მეტალურგთან" თასის საპასუხო მატჩში გამოჩნდება რამდენიმე დღეში.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVIII ტური
05.03. ივანწმინდა. 300 მაყურებელი
ჩიხურა-შუქურა 0:2
გოლები: 0:1 მეტრეველი (87), 0:2 კუხიანიძე (90-პენ)
ჩიხურა: ზარქუა, ლუბჩაკი, ჭელიძე, განუგრავა, კაკაშვილი, მანჯგალაძე (54. კუჭუხიძე), დეკანოიძე, კორიფაძე, სარდალიშვილი, ჩიკვაიძე, კაშია.
სათადარიგოები: ქვილითაია, ბაჯელიძე, ტროიანოვსკი, იაკობაშვილი, ივანაშვილი
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
შუქურა: ჯიოევი, ჩალაძე (89. ხუჭუა), გურული, ხოჭოლავა, ტვილდიანი, პუკანიჩი, კუხიანიძე, ჩაფიძე, დორნელესი (68. თუხარელი), ჩელებაძე, ნუნიესი (84. მეტრეველი).
სათადარიგოები: კაკალაძე, ტაკიძე, მჟავანაძე, ტუღუში
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილება: კაკაშვილი (17), ხოჭოლავა (66), ჩაფიძე (69), ჩიკვაიძე (86)
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი.

06.03. ზუგდიდი. "ბაიას ბაზა". 15:00

ზუგდიდი-კოლხეთი


9 მარტი, ორშაბათი
საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები

მომდევნო (XIX) ტური
13 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია
მერანი-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-სიონი

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა
შუქურა-დინამო (თბ)
კოლხეთი-გურია
დილა-ზუგდიდი
ვიტ ჯორჯია-ტორპედო

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
Shukuras ambiciebi dinamostan gamochndeba
0
3 მარტი, პარასკევი
ცხინვალი-სამტრედია 2
მერანი-დინამო (ბთ) 1
ზესტაფონი-სიონი 1

14 მარტი, შაბათი
მეტალურგი-ჩიხურა 2
შუქურა-დინამო (თბ) 1
კოლხეთი-გურია 1
დილა-ზუგდიდი X
ვიტ ჯორჯია-ტორპედო X
ჯანგო
14:11 06-03-2015
0

სიახლეები პოპულარული