14:23 16-03-2015
მერანი-დინამო (ბთ) 1:2 - ეს ტრადიცია არ არის [VIDEO]
AutoSharing Option
თავად "მერანი" კი, რომელიც წინა წლებში საშინაო მატჩებს, ტრადიციულად, მაღალ დონეზე ატარებდა, მეორე წრის დასაწყისი მათთვის ამ მხრივ წარუმატებელი გამოდგა. არადა, შეხვედრის მიმდინარეობა მარტვილელებს ცუდს არაფერს უქადდა...
პირველი სახიფათო მომენტი მასპინძლებმა შექმნეს - პაპუნა ფონიავას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ლაშა ჯღამაია გამოეხმაურა, თუმცა მისი თავური მიხეილ ალავიძემ ხელებში დააფიქსირა.
ამას სტუმართა გააქტიურება მოჰყვა. თემურ შონიას ზედიზედ ორჯერ ჰქონდა ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა - პირველ ეპიზოდში ზურაბ მამალაძემ ითამაშა დამაჯერებლად, მოგვიანებით კი მისი დარტყმული მცირე მანძილით ასცდა კარს.
27-ე წუთზე სამსვლიანი კომბინაცია (ლომია-შულაია-გეგეჭკორი) ამ უკანასკნელის არაზუსტი დარტყმით დასრულდა. სამიოდე წუთში უკვე სტუმრებს მიეცათ შანსი: მეკარის საჯარიმოში არეულობა შეიქმნა, რიკოშეტით ბურთი დიმიტრი ტატანაშვილს მიუგორდა, თუმცა მამალაძე ამჯერადაც საიმედოდ გაისარჯა.
ტაიმის შუაში ადგილობრივი გულშემატკივრები პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ. ფონიავა ცრუ მოძრაობით რამდენიმე მცველს გასცდა, მაგრამ საჯარიმოში საეჭვოდ წაიქცა. არბიტრმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა და ფონიავა სიმულაციის ბრალდებით ყვითელი ბარათით დასაჯა.
38-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც შეძლეს გატანა. კუთხურის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა ფონიავამ შეასრულა. საჯარიმოში დასწრებაზე კარგად ითამაშა გეგეჭკორმა და თავისიანები დააწინაურა - 1:0.
მეორე ტაიმში "დინამო" გააქტიურდა, "მერანმა" კი თამაში კონტრშეტევებზე ააგო. 66-ე წუთზე სტუმრები დიდი ძალებით გადავიდნენ შეტევაზე. მარჯვენა ფლანგიდან ქავთარაძე დაიძრა მოწინააღმდეგის საჯარიმოსკენ, სადაც გეგეჭკორი დაუხვდა. ორთაბრძოლაში მარტვილელთა ნახევარმცველი წაიქცა. ყველა თამაშის გაჩერებას ელოდა, თუმცა... არბიტრმა ბაკურ ნინუამ ასისტენტთან ერთად სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ეპიზოდი კი გოლით დაგვირგვინდა - გიორგი ბერიაშვილს ახლო მანძილიდან გატანა არ გასჭირვებია - 1:1.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ "მერანმა" სრული ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვა. მასპინძელთაგან განსაკუთრებით კიჭი მელიავა და გეგეჭკორი აქტიურობდნენ. ერთ მომენტში მელიავა შესანიშნავი სოლო-გარღვევით გამოირჩა, თუმცა მის გამჭოლ გადაცემას არავინ გამოეხმაურა. ცოტა ხანში გეგეჭკორის პასით ლომია ცდილობდა ეფექტური დარტყმით თავისიანების წინ გაყვანას, თუმცა ისევ ალავიძემ ითამაშა დამაჯერებლად.
ამასობაში, დაუწერელი საფეხბურთო კანონიც ამოქმედდა და უკანასკნელ წუთზე ბრწყინვალედ ითამაშა ქავთარაძემ, რომელმაც ჯერ ციცხვაია, შემდეგ კი ლომაშვილი ჩამოიტოვა და ახლო მანძილიდან "დინამოსათვის" გამარჯვების მომტანი ბურთი შეაგდო.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIX ტური
13.03. მარტვილი. "მ. ხურცილავა". 2 000 მაყურებელი
მერანი-ბათუმი (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 გეგეჭკორი (38. ფონიავას პასით), 1:1 ბერიაშვილი (66. ქავთარაძის პასით), 1:2 ქავთარაძე (90)
მერანი (4-4-2): მამალაძე - მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, ი. ციცხვაია - გეგეჭკორი, ჯღამაია (75. წურწუმია), ქიქავა, ფონიავა - შულაია (73. კიკნაველიძე), ლომია (80. დ. წულაია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, რუხაია, ქაჯაია, კუშნირი
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
დინამო (ბთ) (4-4-2): ალავიძე - ტეტუაშვილი, მგელაძე, მახარაძე, სუხიაშვილი - ქავთარაძე, შონია, ვარშანიძე (73. თევდორაძე), მაკარიანი (46. ჭკუასელი) - ტატანაშვილი (64. აბუსელიძე), ბერიაშვილი.
სათადარიგოები: მამინაშვილი, მუჯირი, დიასამიძე, ქორიძე
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: ფონიავა (34), სუხიაშვილი (37), ჭკუასელი (63)
არბიტრი: ბ. ნინუა.
ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 7
ნ. კვეკვესკირი (დილა) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 7
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 6
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 6
გ. ილურიძე (ზესტაფონი) 6
ი. სიხარულიძე (ზესტაფონი) 6
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
მომდევნო (XX) ტური
18 მარტი, ოთხშაბათი
სამტრედია-ზესტაფონი
ჩიხურა-კოლხეთი
დინამო (თბ)-მეტალურგი
გურია-დილა
დინამო (ბთ)-ვიტ ჯორჯია
სიონი-შუქურა
ტორპედო-ცხინვალი
ზუგდიდი-მერანი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
აშკარად, ჩაურიცხეთ კიარა კარგადაც გადაუხადეთ ალბათ მსაჯებს თორე რისი სამი ქულის წამღები იყო ბათუმი იმ დღეს.
0
0
რა შუაშია მსაჯი, როცა მერანში სამწვრთნელო შტაბი არის ნოლი. ლობასი და ღონღაძე არიან ფეხბურთელების მტერი და მრტო ხელფასის მაყურებლები სხვა მათ არაფერი არც აინტერესეთ და არც არაფერი იციან. ფეხბურთელები ყველა კარგები და პროფესიონალები არიან. ყველა მერანის ფეხბურთელს და ხემძღვანელობას მივმართავ აუშვით ღონღაძე სანამ ჯერ კიდევ არის შანსი უმაღლესში დარჩენის. მერე ბოლოს ინანებთ. საიდან და რა ფიზ–მომზადება ღონღაძისგან. სად ისწავლა ერთი კითხეთ.
0
0
ხო, მსაჯებს მობილურზე ჩავურიცხეთ იმ დღეს 3-3 ლარი და მოგვაგებინებს. თუ არ გჯერათ, შეუმოწმეთ მობილურის ბალანსი... )))))))))))))) შურის დედაც....
0
0
მსაჯებზე რატო არაფერს არ წერ დამსახურებულად მოიგო ბათუმმა იმ დღეს?
0
0
ვაი თქვენს პატრონს
0
0
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული