"ცხრილში გუნდები ძალიან მჭიდროდ არიან განლაგებულნი და წარმატების მიღწევის შანსი ყველას აქვს. წლევანდელი პირველობის ფავორიტად, უპირველესად, თბილისის "დინამო" მიმაჩნია, რომელიც ყოველთვის ფავორიტია. თუმცა ძალიან კარგი და მებრძოლი გუნდი ჰყავს გორის "დილასაც".
ძალიან შესამჩნევია განსხვავება იმ ჩემპიონატისგან, როცა დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. სტადიონები, გუნდებისა და ფეხბურთელების რაოდენობა სულ სხვა იყო.
იმედია, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ფეხბურთი საქართველოში კვლავ ყველაზე მოთხოვნადი სახეობა გახდება. მე ოპტიმისტურად
მან "სამტრედიაზეც" ილაპარაკა:
"გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, ჩვენი პლუსები გვაქვს და ვცდილობთ, ეს მუხტი მინდორზე გადავიტანოთ. ჩემი აზრით, "სამტრედია" სწორი მიმართულებით მიდის და ეს ყველაფერი შედეგს ძალიან მალე მოიტანს.
გუნდში ახალგაზრდა და გამოცდილ ფეხბურთელთა სინთეზის პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს. ხელმძღვანელები კი თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან. ამ სეზონში გუნდის მიზანი სამეულში მოხვედრა და თასის მოპოვებაა, რაც რეალური ამოცანა ჩანს".
ხიზანიშვილის აზრით, ლეგიონერების დაბრუნება საქართველოს ჩემპიონატის დონესთან პირდაპირ კავშირშია:
"ჩვენი გუნდებისთვის ლეგიონერები დიდ ძალას წარმოადგენენ. იმედია, ახლანდელი ტენდენცია გაგრძელდება და ჩემპიონატს კიდევ ბევრი ლეგიონერი დაუბრუნდება, რაც, თავისთავად, დონის მომატებას გამოიწვევს.
ყველაზე ცუდია, ზოგი ლეგიონერი კარიერას რომ ამთავრებს და მშობლიურ ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ აქვს ნათამაშები".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"