"ზესტაფონი" საქართველოს ჩემპიონატიდან მოიხსნა!

AutoSharing Option
დღეს, 20 აპრილს, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ერთი - სკ "ზესტაფონის" საკითხი განიხილეს. კლუბის მხრიდან, სხდომას ესწრებოდნენ "ზესტაფონის" დირექტორი - მიხეილ ხუციშვილი და კლუბის იურისტი.

თითქმის ორსაათნახევრიანი მოსმენისა და მსჯელობის შემდეგ სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილება მისმა თავმჯდომარემ - ჯიმშერ ტყებუჩავამ გაახმოვანა.

სკ "ზესტაფონს" დაეკისრა შემდეგი დისციპლინარული სასჯელი:

სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 90-ე მუხლის ("მატჩზე გუნდის გამოუცხადებლობა") თანახმად, "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება 0:3 გორის "დილასთან" მატჩში გამოუცხადებლობის გამო. დაეკისრა ფულადი ჯარიმა 5 ათასი ლარი და მოიხსნა შეჯიბრებიდან.

ასევე, საქართველოს 2014-15 წწ.
ეროვნული ჩემპიონატის დებულების 4.34 პუნქტის თანახმად, ეროვნული ჩემპიონატის ყველა დარჩენილ მატჩში "ზესტაფონს" ჩაეთვალა წაგება, ამავე პუნქტის თანახმად - თუ გუნდს მატჩების ნახევრის ან მეტის ჩატარების შემთხვევაში, გუნდს ყველა დარჩენილ თამაშში ჩაეთვლება წაგება 0:3 და ასეთი გუნდი დაგროვილი ქულებით დარჩება გათამაშების ცხრილში.

სადისციპლინო კომიტეტმა დისციპლინარული სასჯელი დააკისრა კლუბის დირექტორსაც. სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის 130-ე, გარდამავალი დებულებების მუხლისა და 55-ე, სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტის ზოგადი იურისდიქციის მუხლის თანახმად, მიხეილ ხუციშვილს მიეცა ერთწლიანი სანქცირებადი ვადა. ამ ერთი წლის განმავლობაში, თუ კვლავ გამოიკვეთება მისი ბრალეულობა რაიმე საკითხში, მას მიეცემა დისკვალიფიკაცია და აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

"ზესტაფონს" უფლება აქვს, აღნიშნული გადაწყვეტილება შვიდი დღის ვადაში გაასაჩივროს სააპელაციო კომიტეტში.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 12 /
Federacia kiara xrovas uniato xalxis ra sanqcia,sadaa samartali deda etireba moedansac mokvdeba zestafoni fegburtis gareshe aq uyvart fegburti,mindris safari gapartaxdeba tribunebi,gaidzarcveba tstadioni,atasobit daxarjuli laric gaqreba,isev agadgent vici gmirebi zixart federaciashi,gulshematkivari tiris bevri,da mat aq zestafonshi spobt fegburt?rato ver itant am zestafons federaciashi+?usaqmurad xart,aq 90%bavshvi fegburtshi midis saswavlad,exla ki eg 90% quchashi varjishis magivrad gaaboleben,da ravi kidev umitom rom deda etireba ese fegburts ,metalurgic idzireba,saertod agar aqt am federacias unari martos vitareba fegburtsho
gaga
21 აპრილი 2015 10:57
0
მოაცილეთ სიჭინავა ქართულ ფეხბურთს
rezi
21 აპრილი 2015 10:49
0
რა ლოღიკაა, ვერ ვხვდები, გუნდი უფულობის გამო ვერ იხდის ხელფასს, კომუნალურ გადასახადებს, არ აქვს კვების ფული, ვერ ჩავიდა კონკრეტული მატჩის გასამართად უფულობის გამო და ასეთ გუნდს ვუთვლით წაგებას, გასაგებია, არ ჩანს პერსპექტივა მომავალში მდგომარეობის გამოსწორების(თუმცა ბოლომდე გამოკვლეული ეს საკითხი არ ჩანს)და ვხსნით შეჯიბრებიდან, ვთქვათ ესეც გასაგებია, მაგრამ ასეთ გუნდს ვაჯარიმებთ სოლიდური თანხით 5000 ლარით ეს ჩემთვის გაუგებარია, ასეთი ფული, რომ ჰქონოდათ ხომ მატჩზე ჩავიდოდნენ და ითამაშებდნენ? ეჰ ნეტა როდის გახდება ე.წ. ზემდგომი ორგანოები ვითარების ადექვატურები?
gizog
21 აპრილი 2015 10:30
0
არ ინერვიულოთ ეგენი უმუშევრები არ დარჩებიან ფედერაცია მალე დაასაქმებს, კარგა ხანია ერთად მოდიან.
555
21 აპრილი 2015 10:16
0
იდიოტიზმის დონემდე აყვანილი საცოდავი ბიუროკრატების უბადრუკი გადაწყვეტილება. მოშორდით ფეხბურთს თქვენი ბინძური აზრებით და გადაწყვეტილებებით
გია ოზურგეთიდან
21 აპრილი 2015 09:51
0
სულ გადაირიეთ ეს ხალხი უმუშევარი უნდა დატოვოთ , რა უბედურებაა ეს
gela
21 აპრილი 2015 09:24
0
რუსთავიც მოხსნან და დარჩება 14 გუნდი.
domenti
21 აპრილი 2015 08:48
0
კანონი კანონია. 15 გუნდი უნდა დატოვონ. ესე ჯობია.
domenti
21 აპრილი 2015 08:45
0
სირცხვილია რაც დღეს ქართულ ფეხბურთში ხდება,იმის ნაცვლად გუნდის პრობლემები გულთან ახლოს მიეტანათ და დახმარებოდნენ. ფედერაცია უაზრო სანქციებს აწესებს.რა შუაშIა ხუციშვილი. ბიჭებს ს 3 თვეა ხელფასი არ აუღIათ და მისი და მიქაძIს ხათრით ათამაშობდნენ.ვიღაც ბიუროკრატების ახირებებს ეწირება ყველაფერი. ფედერაცია პრობლემის გადაწყვეტაში დაეხმაროს მათ სჟობს სირაქლემის პოზაშI ყოფნას. თორემ Yველაფერ ამას რაც მოფყვება მალე ნახავენ.საინტერესოა სპორთIსა და ახალგაზრდობის მინისტრი რით არის დაკავებული , თუ არა ასეთი საკითხების მოგვარებით დროა -დააფიქრდეთ.პასუხი ნამდვილად უნდა მოეთხოვოს იმათ ვინც გუნდი აიძულა ეროვნულ ჩემპიონატს ჩამოშორებოდნენ . ყველაფერი ეს მიზანმიმართულად ხდებოდა. ახალგაზრდა ფეხბურთელების ნერვების ცვეთის ხარჯზე
fexburtis moyvaruli
20 აპრილი 2015 22:37
0
სასაცილო ხდება უკვე ეს კველაფერი,იმის მაგივრად კლუბს დაეხმარონ,სოლიდარობა გამოუცხადონ,საპირისპიროს აკეტებენ ჯარიმას აკისრებენ,სამარცხვინოა ეს ქართული ფეგბურთისთვის.ამას არ ვამოობ იმის გამო რომ ზესტაფონის გულსჰემატკივარი ვარ ბევრი ქართული კლუბია ასეტ დგესჰი,მაგალითად ერთ-ერთი ლიდერი [თავის დროს]მეტალურგი.
romeo
20 აპრილი 2015 19:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული