უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: ლიდერების გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVI ტურის დარჩენილი ხუთი შეხვედრა გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ 3-3 ქულა მოიპოვეს სატურნირო ცხრილის ლიდერებმა და ამ ტურის შემდეგ ზედა სამეულში ცვლილებები არ მომხდარა - პირველ ადგილზე კვლავ გორის "დილაა" (54 ქულა), რომელსაც 3 ქულით ბათუმის "დინამო" (51) ჩამორჩება. მესამე პოზიციას კი თბილისის "დინამო" იკავებს 50 ქულით.

დღის მთავარი მატჩი "დინამო არენაზე" ჩატარდა, სადაც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" მიიღო. "ქართული კლასიკო" დაძაბული და საინტერესო გამოდგა, გამარჯვება კი მასპინძლებს დარჩათ - 3:2.

სტუმრად მოიგეს
თავთავიანთი მატჩები გორის "დილამ", ბათუმის "დინამომ" და "ცხინვალმა". პირველმა რუსთავში "მეტალურგს" სძლია, მეორემ - ივანწმინდაში "ჩიხურას".

უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
დინამო (თბ)-ტორპედო 3:2
გოლები: 0:1 გურამ ადამაძე (10),  1:1 ლაშა თოთაძე (40), 2:1 გიორგი პაპუნაშვილი (51), 2:2 ვახტანგ კვარაცხელია (76), 3:2 ჯაბა ჯიღაური (86).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ჩიხურა-დინამო (ბთ) 0:1
გოლი: 0:1 ნიკა მგელაძე (51).

მეტალურგი-დილა 0:2
გოლები: 0:1 მიხაილ გორელიშვილი (25), 0:2 ირაკლი მოდებაძე (62).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სიონი-ცხინვალი 3:4
გოლები: 1:0 ჯაბა უგულავა (15, პენ) , 1:1 ბიძინა მახარობლიძე (22), 1:2 ნიკა კაჭარავა (54), 1:3 გიორგი ივანიშვილი (55), 2:3 ჯაბა უგულავა (62), 2:4 ლაშა შინდაგორიძე (64), 3:4 დათა სიჭინავა (90).

სამტრედია-კოლხეთი 1:1
გოლები: 1:0 თორნიკე გორგიაშვილი (43), 1:1 ნიკა სიჭინავა (65).

ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია 0:3 (ტექნიკური)
მკითხველის კომენტარები / 4 /
სამტრედიამ ფინალი უნდა მოიგოს, იმიტომ რო წელს დინამო ტიტულს არ იმსახურებს
dila
04 მაისი 2015 08:54
0
ტაბატაძეს ხელზე რომ მოხვდა ბურთი ის მომენტი სადაა? მაგრამ თქვენ,ჟურნალისტები, ხომ დინამოს ფანები ხართ.
კახაბერი
03 მაისი 2015 20:33
0
ჯანგო, ფინალში გასვლას არ თვლი არაფრად?
ფერნანდო
03 მაისი 2015 14:29
0
სამტრედიის ამბიციებმა ჩაილურის წყალი დალია.
თუკი გელა სანაიას დროს იყო ყველა წინაპირობა რომ პირველ სამეულში რეალურად მოხვდებოდა ეს გუნდი,მას მერე რაც ის "გაისტუმრეს",უკვე სამტრედიას მეოთხე ადგილისათვის უწევს ბრძოლა და პლიუს ამას არის რისკი რომ მეხუთე ადგილიც კი ვერ დიკავოს.
გუშინ სამტრედია-ფოთის თამაშის დროს მაყურებელი ისე გამოიღალა ამ გუნდის უმსგავსო და უნიათო თამაშით რომ ფოთელთა მიერ ლამაზად გატანილ საპასუხო გოლს ფეხზე ამდგარი და ტაშით შეეგება,რომ იქნებ ეს მაინც დაენახათ ფეხბურთელებს,მაგრამ ამან არაფერი შეცვალა,მხოლოდ დამატებულ წუთებზე გაიფაფხურეს და ისიც უშედეგოდ.
მაგრამ მიუხედავად ამბიციებისა მთავარი გაკეთებულია, კლუბი უმაღლეს ლიგაში დამკვიდრდა და იმედია ახალი სეზონიდან სრულიად განახლებული და გაახალგაზრდავებული ჟინიანი კლუბი იქნება, ხოლო თუ ამს დაემატება კიდევ გეგუჩაძე , მაშინ მთლად უკეთესი რამ გამოვა.
ფოთის კოლხეთს ბიჭებს მადლობა მასტერ კლასისათვის.


ბოლო იმედი ისაა რომ, გორის "დილა" არ გადაგვივლის ტრაქტორივით.
jango
03 მაისი 2015 12:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული