"მიხარია, უდიდესი შრომა რომ დაგვიფასდა" - ­უჩა სოსიაშვილი ისტორიაში შევიდა

AutoSharing Option
მაშ ასე, უჩა სოსიაშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელია, ვისი ხელმძღვანელობითაც გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახდა: 13 მაისს, სამტრედიის "ეროსი მანჯგალაძეზე", მისმა გაწვრთნილმა გორის "დილამ" საკმაოდ ძლიერი მასპინძელი გუნდი 1:0 დაამარცხა და ეროვნული პირველობის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა - პირველად არსებობის ისტორიაში!

...სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე "დილას" ხელმძღვანელობა უჩა სოსიაშვილს (რომელიც მაშინ თბილისის "დინამო 2"-ის მთავარი მწვრთნელი იყო) "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში შეხვდა და გორში მუშაობაზე დაითანხმა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ 25 წლის სპეციალისტმა
დაამტკიცა, რომ გორელები არ შემცდარან - ასაკს რა ჭკუა აქვს, კაცს თუ ჭკუა არ აქვს. სოსიაშვილს კი ჭკუაც აღმოაჩნდა და სამწვრთნელო ნიჭიც.

საინტერესოა ისიც, რომ 13 მაისს მოედანზე სულ 14 გორელი ფეხბურთელი გავიდა (შემცვლელებიანად) და მათგან მხოლოდ 5 იყო მთავარ მწვრთნელზე უმცროსი - გიორგი ერისთავი, გუგა ფალავანდიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თენგიზ წიქარიძე და გიორგი თექთურმანიძე.

ამ ახალგაზრდა კაცმა მოახერხა გუნდის შეკვრა, ახალგაზრდებშიც და გამოცდილებშიც პატივისცემა დაიმსახურა, ავტორიტეტი მოიპოვა და, რაც მთავარია, "დილა" გამართული და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდად ჩამოაყალიბა.

თავად სოსიაშვილის სახით კი, ქართულ ფეხბურთში საინტერესო და ნიჭიერი სპეციალისტი გამოჩნდა.

"სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ ტრიუმფატორ მწვრთნელს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით...

- უპირველესად, ჩემპიონობას გილოცავთ!
- დიდი მადლობა! "სამტრედიასთან" რთული მატჩი რომ გველოდა, ეს ყველამ კარგად ვიცოდით. თამაშისას გამოჩნდა კიდეც, რომ მეტოქე არათუ არაფერს გვითმობდა, ძალიან დიდ წინააღმდეგობასაც გვიწევდა. ასე რომ, 3 ქულა და ჩემპიონობა უმძიმეს ბრძოლაში მოვიპოვეთ.

ისე, რა დასამალია და, მიხაროდა, ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი შეხვედრა სამტრედიაში რომ იმართებოდა...

- რატომ?
- "დინამო 2"-მდე ხომ "სამტრედიაში" ვმუშაობდი. მაშინ გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა და "ეროსი მანჯგალაძეზე" თამაში არ გვქონდა წაგებული. რეალურად, როგორც მწვრთნელი, სწორედ ამ ქალაქში მუშაობით გამიცნეს და დღეს იმედიანად ამიტომაც ვიყავი, რადგან ეს სტადიონი ჩემთვის იღბლიანია.

- მწვრთნელობა რა ასაკში დაიწყეთ?
- 19 წლის ვიყავი, როცა 35-ე საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში მთავარი მწვრთნელის, ვაშაძის ასისტენტად ვმუშაობდი. მერე იყო "ავაზა", საიდანაც "სამტრედიაში" მიმიწვიეს. აქედან წავიდა წინ ჩემი კარიერა - გუნდი პირველ ადგილზე იყო და იქიდან პირველი წრის შემდეგ "დინამო 2"-ში მიმიწვიეს.

- რეალურად, მხოლოდ მეორე წელია, რაც დიდ ფეხბურთში ხართ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ხანმოკლე სტაჟით, თანაც 25 წლის ასაკში, გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანეთ...
- კარგად მესმის, მაგრამ ჩემს მუშაობას თუ გადახედავთ, სადაც მივედი, ყველგან ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბე - ასე იყო "სამტრედიაში", ასე იყო "დინამო 2"-ში და ახლა - "დილაშიც".

რაც მთავარია, ჩემი გუნდები ყოველთვის მაღალი პოზიციებისთვის იბრძოდნენ.

- გორის "დილას" წარმატებას როგორ ახსნით? გუნდი ხომ სეზონის დაწყებამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ გუნდი ჩემპიონი გახდებოდა...
- გეთანხმებით, არაერთი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ჩემპიონობა შემთხვევით არ მოდის. მიმაჩნია, და ეს დრომაც დაადასტურა, რომ სწორი სელექცია ჩავატარეთ. მერე ფეხბურთელებთან ერთად კარგად ვიმუშავეთ.

აღსანიშნავია გუნდის და რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომა. უამისოდ არაფერი გამოვიდოდა.

- რაც მოხდა, თქვენთვის ზღაპარია?
- ზღაპარი? დიდი სასწაული ნამდვილად არის. თითოეული დღე და წამი გუნდზე ვფიქრობდი და ვზრუნავდი. ეს ყველაფერი კი უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა და მიხარია, ამ ხნის განმავლობაში ჩადებული უდიდესი შრომა რომ დაფასდა.

ჩემპიონობა რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ არა - შეუძლებელი. მიხარია, რომ გორის "დილას" ისტორიაში ასეთი ლამაზი ფურცელი ჩავწერეთ. იმედია, ამ ისტორიაში კიდევ უფრო დიდი მიღწევები ჩაიწერება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]
დღის კარიკატურა: სტალინი იმ ქალაქიდანაა, სადაც "დილა" თამაშობს!
მკითხველის კომენტარები / 13 /
რაც ამ ახალგაზრდა კაცმა გააკეთა დასაფასებელია. ყოჩაღ
lika
29 მაისი 2015 10:23
0
დინამოსნაირი პირობები სხვა ნებისმიერ გუნდს რომ ქონდეს,თუნდაც ოდნავ მიახლოვებული მაინც,არა მგონია მასზე ნაკლები შედეგი აჩვენოს.ასე რომ ბოღმიანებო შეეგუეთ რომ დილა ღირსეული ჩემპიონია და ევროპაზეც ღირსეულად გამოვა...
besik61
22 მაისი 2015 10:50
0
დიახ, პატარა გორი კიდევ უფრო დიდია! კი, დილას გაჩემპიონება თბილისის "დინამოს" სისუსტემაც განაპირობა, მაგრამ ეს გაჩემპიონება რომ ხონჩით არავის მოუტანია გორელებისთვის და ეს იყო მწვრთლების-ფეხბურთელების-მეპატრონეების გულშემატკივრების-მუნიციპალიტეტის თავდაუზოგავი და შეწყობილი მუშაობის შედეგი, ამას ვერავინ უარყოფს ამას. გორის "დილა" საქართველოს ღირსეული ჩემპიონია! მორიგი წარმატებები მას საქართველოსა და ევროსარბიელზე!
ძია
20 მაისი 2015 18:46
0
ვულოცავ დილას,წარმატებები ევროპაზე.
ბათუმელო ორივე თამაში რომ მოუგო ბათუმმა დილას,ეს არაფერს ნიშნავს,ეგ პლეი-ოფი რომ ყოფილიყო იქ გამოადგებოდა,აქ კიდევ ტურნირია და სამაგაიეროდ სხვასთან წააგო ბათუმმა და იმ სხვასთან დილამ მოიგო.ასე რომ ღირსეული ჩემპიონია და ძალიან მინდა ევროპაზეც გვასახელოს.
GIA-ZESTA
Giorgi
15 მაისი 2015 12:23
0
გორელი გორელი

100% მართალს ამბობ,ასეთი შხამიანი და ღვარძლიანი, წყევლამიყოლებული მილოცვა უსასტიკესი ფორმაა,ამას ნამდვილი ფეხბურთის მოყვარული არასოდეს იკადრებს,მაგრამ რას იზამ ყველა რომ ანგელოსი იყოს, ვინ იყოს ყვავ-ყორანი?
jango
15 მაისი 2015 11:41
0
ბათუმელს პასუხად.პილპილ მოყრილი მილოცვა მეგობარო არ გამიგია მე, მაგრამ მაინც მადლობა,ისე,რომ იცოდე , რაც პირველ წრეში გორში ბათუმთან მატჩში მსაჯმა გააკეთა-ბათუმელებსდც კი შეგრცხვებოდათ.ეს ისე ცნობისათვის.
გორელი გორელი
15 მაისი 2015 08:55
0
უჩა სოსიაშვილი ნამდვილად დიდი აღმოცენაა ქართული ფეხბურთისთვის, სამტრედიაში მუშაობის ხანმოკლე პერიოდში მან შეძლო არაფრისაგან გუნდის შეექმნა, რომელმაც პირველი წრე პირველ ადგილზე დაამთავრა.
sammtredieli
14 მაისი 2015 20:17
0
ვულოცავ გორის დილას(მიუხედავად იმისა რომ ბათუმმა ორივე თამაში მოუგო :)))..
batumeli
14 მაისი 2015 17:10
0
ამ გუნდით საქართველოს ჩემპიონობა დღეს გასაკვირი ნამდვილად არარის! ევროტურნირებზე გამოჩნდება მწვრთნელის (და გუნდის) დონე! წარმატებები!!!
edmond
14 მაისი 2015 16:55
0
მეც მთელი სულითა და გულით ვულოცავ დილას და სოსიაშვილს ამ ბრწყინვალე წარმატებას.ის უფრო ნიშანდობლივია რომ სრული გამარჯვება იქედან წაიღო,საიდანაც თავისი დიდებული კარიერა დაიწყო.
აქ კიდვე გამართლების ფაქტორია რომ მას არ ჰყავდა სამტრედიასავით გადათვირთული "ცნობილი სახეები" და ამიტომაც წარმატებას მიაღწია, მას რომ სამტრედიას შემადგენლობა ჰყოლოდა,ახლა მერვე ადგილზეც ვერ იქნებოდა,ეს უმთავრესია და ლოგიკურია.
როგორც სამტრედიელი , არ ვწუხვარ რომ ჩემი კლუბი მეექვსე ადგილზეა დღეს, ისედაც ცნობილია რომ ის მეშვიდე ადგილზე დაამთავრებს ჩემპიონატს და თასსაც ვერ აიღებს რადგან ამაზე კონკრეტულად მიუნიშნა გუშინ დინამომ თავისი არანორმალური ანგარიშით!
ძალიან მსურს დილა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს,ან როგორც მინიმუმ ევროლიგის.
jango
14 მაისი 2015 16:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული