...სეზონის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე "დილას" ხელმძღვანელობა უჩა სოსიაშვილს (რომელიც მაშინ თბილისის "დინამო 2"-ის მთავარი მწვრთნელი იყო) "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში შეხვდა და გორში მუშაობაზე დაითანხმა. მაშინ ამ გადაწყვეტილებას ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ 25 წლის სპეციალისტმა
საინტერესოა ისიც, რომ 13 მაისს მოედანზე სულ 14 გორელი ფეხბურთელი გავიდა (შემცვლელებიანად) და მათგან მხოლოდ 5 იყო მთავარ მწვრთნელზე უმცროსი - გიორგი ერისთავი, გუგა ფალავანდიშვილი, ნიკა კვეკვესკირი, თენგიზ წიქარიძე და გიორგი თექთურმანიძე.
ამ ახალგაზრდა კაცმა მოახერხა გუნდის შეკვრა, ახალგაზრდებშიც და გამოცდილებშიც პატივისცემა დაიმსახურა, ავტორიტეტი მოიპოვა და, რაც მთავარია, "დილა" გამართული და ლამაზი ფეხბურთის მოთამაშე გუნდად ჩამოაყალიბა.
თავად სოსიაშვილის სახით კი, ქართულ ფეხბურთში საინტერესო და ნიჭიერი სპეციალისტი გამოჩნდა.
"სამტრედიასთან" მატჩის შემდეგ ტრიუმფატორ მწვრთნელს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით...
- უპირველესად, ჩემპიონობას გილოცავთ!
- დიდი მადლობა! "სამტრედიასთან" რთული მატჩი რომ გველოდა, ეს ყველამ კარგად ვიცოდით. თამაშისას გამოჩნდა კიდეც, რომ მეტოქე არათუ არაფერს გვითმობდა, ძალიან დიდ წინააღმდეგობასაც გვიწევდა. ასე რომ, 3 ქულა და ჩემპიონობა უმძიმეს ბრძოლაში მოვიპოვეთ.
ისე, რა დასამალია და, მიხაროდა, ჩვენი გუნდისთვის გადამწყვეტი შეხვედრა სამტრედიაში რომ იმართებოდა...
- რატომ?
- "დინამო 2"-მდე ხომ "სამტრედიაში" ვმუშაობდი. მაშინ გუნდი პირველ ლიგაში გამოდიოდა და "ეროსი მანჯგალაძეზე" თამაში არ გვქონდა წაგებული. რეალურად, როგორც მწვრთნელი, სწორედ ამ ქალაქში მუშაობით გამიცნეს და დღეს იმედიანად ამიტომაც ვიყავი, რადგან ეს სტადიონი ჩემთვის იღბლიანია.
- მწვრთნელობა რა ასაკში დაიწყეთ?
- 19 წლის ვიყავი, როცა 35-ე საფეხბურთო სკოლის ერთ-ერთ ასაკობრივ გუნდში მთავარი მწვრთნელის, ვაშაძის ასისტენტად ვმუშაობდი. მერე იყო "ავაზა", საიდანაც "სამტრედიაში" მიმიწვიეს. აქედან წავიდა წინ ჩემი კარიერა - გუნდი პირველ ადგილზე იყო და იქიდან პირველი წრის შემდეგ "დინამო 2"-ში მიმიწვიეს.
- რეალურად, მხოლოდ მეორე წელია, რაც დიდ ფეხბურთში ხართ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ასეთი ხანმოკლე სტაჟით, თანაც 25 წლის ასაკში, გუნდი ჩემპიონობამდე მიიყვანეთ...
- კარგად მესმის, მაგრამ ჩემს მუშაობას თუ გადახედავთ, სადაც მივედი, ყველგან ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოვაყალიბე - ასე იყო "სამტრედიაში", ასე იყო "დინამო 2"-ში და ახლა - "დილაშიც".
რაც მთავარია, ჩემი გუნდები ყოველთვის მაღალი პოზიციებისთვის იბრძოდნენ.
- გორის "დილას" წარმატებას როგორ ახსნით? გუნდი ხომ სეზონის დაწყებამდე უმძიმეს მდგომარეობაში იყო და არაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ გუნდი ჩემპიონი გახდებოდა...
- გეთანხმებით, არაერთი პრობლემა გვქონდა, მაგრამ ჩემპიონობა შემთხვევით არ მოდის. მიმაჩნია, და ეს დრომაც დაადასტურა, რომ სწორი სელექცია ჩავატარეთ. მერე ფეხბურთელებთან ერთად კარგად ვიმუშავეთ.
აღსანიშნავია გუნდის და რაიონის ხელმძღვანელობის თანადგომა. უამისოდ არაფერი გამოვიდოდა.
- რაც მოხდა, თქვენთვის ზღაპარია?
- ზღაპარი? დიდი სასწაული ნამდვილად არის. თითოეული დღე და წამი გუნდზე ვფიქრობდი და ვზრუნავდი. ეს ყველაფერი კი უშედეგოდ ვერ ჩაივლიდა და მიხარია, ამ ხნის განმავლობაში ჩადებული უდიდესი შრომა რომ დაფასდა.
ჩემპიონობა რთული წარმოსადგენი იყო, მაგრამ არა - შეუძლებელი. მიხარია, რომ გორის "დილას" ისტორიაში ასეთი ლამაზი ფურცელი ჩავწერეთ. იმედია, ამ ისტორიაში კიდევ უფრო დიდი მიღწევები ჩაიწერება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]
დღის კარიკატურა: სტალინი იმ ქალაქიდანაა, სადაც "დილა" თამაშობს!
ბათუმელო ორივე თამაში რომ მოუგო ბათუმმა დილას,ეს არაფერს ნიშნავს,ეგ პლეი-ოფი რომ ყოფილიყო იქ გამოადგებოდა,აქ კიდევ ტურნირია და სამაგაიეროდ სხვასთან წააგო ბათუმმა და იმ სხვასთან დილამ მოიგო.ასე რომ ღირსეული ჩემპიონია და ძალიან მინდა ევროპაზეც გვასახელოს.
GIA-ZESTA
100% მართალს ამბობ,ასეთი შხამიანი და ღვარძლიანი, წყევლამიყოლებული მილოცვა უსასტიკესი ფორმაა,ამას ნამდვილი ფეხბურთის მოყვარული არასოდეს იკადრებს,მაგრამ რას იზამ ყველა რომ ანგელოსი იყოს, ვინ იყოს ყვავ-ყორანი?
აქ კიდვე გამართლების ფაქტორია რომ მას არ ჰყავდა სამტრედიასავით გადათვირთული "ცნობილი სახეები" და ამიტომაც წარმატებას მიაღწია, მას რომ სამტრედიას შემადგენლობა ჰყოლოდა,ახლა მერვე ადგილზეც ვერ იქნებოდა,ეს უმთავრესია და ლოგიკურია.
როგორც სამტრედიელი , არ ვწუხვარ რომ ჩემი კლუბი მეექვსე ადგილზეა დღეს, ისედაც ცნობილია რომ ის მეშვიდე ადგილზე დაამთავრებს ჩემპიონატს და თასსაც ვერ აიღებს რადგან ამაზე კონკრეტულად მიუნიშნა გუშინ დინამომ თავისი არანორმალური ანგარიშით!
ძალიან მსურს დილა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეს,ან როგორც მინიმუმ ევროლიგის.