11:20 14-05-2015
სამტრედია-დილა 0:1 - ეგ არის და გორის ციხე, "დილა" ჩემპიონია! [VIDEO]
AutoSharing Option
გორელების ვადაზე ადრე გაჩემპიონებას ბოლნისის "სიონმაც" შეუწყო ხელი, რომელმაც პარალელურ მატჩში გორელთა მთავარი მდევარი, ბათუმის "დინამო" დაამარცხა და საჩემპიონო რბოლას ჩამოაცილა.
გორელებმა სამტრედიაშივე იზეიმეს ჩემპიონობა. მატჩის შემდეგ მათ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. "დილას" იმერეთში 50-მდე გულშემატკივარი ახლდა, რომლებმაც სიმღერებითა და შეძახილებით აღნიშნეს საყვარელი გუნდის დიდი გამარჯვება...
"ძალიან გახარებულები ვართ! გორის "დილამ" პირველად შეძლო ქვეყნის ჩემპიონატის მოგება, ფეხბურთელების უმრავლესობამაც პირველად იზეიმა ჩემპიონობა!
ვულოცავ "დილას" გულშემატკივრებს ამ წარმატებას და დიდ მადლობას ვუხდი ყველა ფეხბურთელს, რომლებიც სეზონის განმავლობაში არსებული პრობლემების მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ ჩვენს გუნდს.
კიდევ ერთხელ ვულოცავ გორელებს ამ გამარჯვებას და ვუსურვებ, რომ მათ საყვარელ გუნდს ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის ებრძოლოს", - თქვა მატჩის შემდეგ გორელთა გამარჯვების მთავარმა შემოქმედმა უჩა სოსიაშვილმა.
"ისეთი შემართებით ჩამოვედით, რომ გვინდოდა, აქვე გადაგვეწყვიტა ჩემპიონობის ბედი. ბოლომდე ვიბრძოლეთ, გულშემატკივრებიც გვერდში გვედგნენ და დასახულ მიზანს მივაღწიეთ. ვულოცავ გორელ ქომაგებს ამ დიდ გამარჯვებას!" - გახარებული იყო მატჩის შემდეგ ალექსანდრე კვახაძე, რომლის ზუსტმა თავურმა გორელებს სანუკვარი 3 ქულა და ჩემპიონობა მოუტანა.
საერთოდაც, სოსიაშვილის შეგირდებმა მთელი სეზონი სტაბილურად ჩაატარეს და "სამტრედიასთან" შეხვედრაშიც გააზრებული ფეხბურთი ითამაშეს. უშუალოდ ამ მატჩს რაც შეეხება, ის ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, შემდეგ გორელთა უპირატესობა გამოიკვეთა. ისინი გაცილებით სწრაფად და სახიფათოდ უტევდნენ.
კარგად ერთვებოდნენ შეტევებში განაპირა მცველები - დავით ხურცილავა და ლაშა ჯაფარიძე. ამ უკანასკნელის მიერ საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დარტყმული ბურთი რევაზ თევდორაძემ კუთხურზე მოიგერია. ამ კუთხურს მოჰყვა ირაკლი მოდებაძის გოლი, თუმცა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
შემდეგ იყო ნიკა კვეკვესკირის ჩაწოდება და მახვილი კუთხიდან ლუკა რაზმაძის დარტყმა, რასაც თევდორაძე დამაჯერებლად დაუხვდა და ბურთი კვლავ კუთხურზე გადაუშვა.
უქმად არც სამტრედიელები ყოფილან. ზურაბ ხიზანიშვილმა მცველებს თავბრუ დაახვია და შეტევაში ჩართო გრიგოლ დოლიძე, რომელმაც გიორგი გაბედავას მისამართით ჩაჰკიდა ბურთი, ამან კი ნახტომში თავური დარტყმით სცადა სტუმართა დამწუხრება, მაგრამ მეკარე ომარ მიგინეიშვილს ვერ აჯობა.
სტუმართა რიგებში ძალზე აქტიური იყო კვეკვესკირი. მწვავე "სტანდარტულების" გარდა, ის კარშიც სახიფათოდ ურტყამდა. სწორედ მისი გამჭოლი გადაცემის შემდეგ მართებდა მოდებაძეს გოლის გატანა, მაგრამ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ბურთს ვერ დაეწია.
კვეკვესკირის მიერ შესრულებული მორიგი "სტანდარტულის" შემდეგ ალან ბაგაევი ახლო მანძილიდან თავით ურტყამდა კარში, მაგრამ მასპინძლები გოლისგან მეკარემ იხსნა. ამ ეპიზოდამდე სამტრედიელებსაც ჰქონდათ შესანიშნავი საგოლე შანსი, მაგრამ გეწაძის ჩაწოდებისა და გაბედავას თავურის შემდეგ სტუმრები ძელმა იხსნა.
პირველი ტაიმისთვის განკუთვნილი დრო იწურებოდა, როცა კვეკვესკირმა ბურთი მეკარის საჯარიმოსთან "დაატრიალა", სადაც ყველაზე მაღლა კვახაძე ახტა და თავური დარტყმით გორელები წინ გაიყვანა.
მეორე ნახევარში სტუმრები საკუთარ საჯარიმოსთან გამაგრდნენ და თამაში კონტრშეტევებზე ააგეს. სამტრედიელები ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, მაგრამ მატჩის მიწურულამდე რეალური მომენტი არ შეუქმნიათ. გორელები თავს კარგად იცავდნენ და მეტოქეს კარში დარტყმის საშუალებას არ აძლევდნენ.
ეგ კი არა, მატჩის ბოლო წუთზე "დილამ" სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა და ლაშა გვალიას სახიფათო დარტყმა მეკარემ გაჭირვებით მოიგერია.
სამტრედიელებს მსაჯის მიერ დამატებულ დროში შეეძლოთ სტუმართა ჩემპიონობის გადავადება, თუმცა დავით კვირკველიას ძლიერი დარტყმა მიგინეიშვილმა მოიგერია და გორელთა გასახარად, არბიტრმაც მალევე მისცა საფინალო სასტვენი.
"სამტრედიის" მორიგი წარუმატებლობა ადგილობრივმა გულშემატკივრებმა მტკივნეულად განიცადეს. ამ მარცხის შემდეგ ზაზა ზამთარაძის კრებულს ევროთასებზე მოსახვედრად მხოლოდ ერთი გზა დარჩა - თასის მოგება.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური
13.05. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-დილა 0:1
გოლი: 0:1 კვახაძე (45. კვეკვესკირის პასით)
სამტრედია (4-2-3-1): თევდორაძე - თორნ. გრიგალაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, კაკუბავა, კვირკველია - ხიზანიშვილი (66. გორგიაშვილი), შარიქაძე - დოლიძე, დათუნაიშვილი, გეწაძე (78. გურული) - გაბედავა (56. კაპანაძე).
სათადარიგოები: მუჯრიშვილი, შალიკაშვილი, ბეჭვაია, კერძევაძე
მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე
დილა (4-1-3-2): მიგინეიშვილი - ხურცილავა, კვახაძე, ბაგაევი, ჯაფარიძე - რაზმაძე - ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი (77. თექთურმანიძე), წიქარიძე (73. გვალია) - ერისთავი, მოდებაძე (50. სეთურიძე).
სათადარიგოები: სომხიშვილი, ქარქუზაშვილი, ძარია, გორელიშვილი
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი
გაფრთხილება: გაბედავა (27), დათუნაიშვილი (44) თორნ. გრიგალაშვილი (76)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
საქართველოს ჩემპიონები 1990 წლიდან
1990 იბერია*
1991 იბერია
1991/92 დინამო თბ
1992/93 დინამო თბ
1993/94 დინამო თბ
1994/95 დინამო თბ
1995/96 დინამო თბ
1996/97 დინამო თბ
1997/98 დინამო თბ
1998/99 დინამო თბ
1999/2000 ტორპედო
2000/01 ტორპედო
2001/02 ტორპედო
2002/03 დინამო თბ
2003/04 ვიტ ჯორჯია
2004/05 დინამო თბ
2005/06 სიონი
2006/07 ოლიმპი
2007/08 დინამო თბ
2008/09 ვიტ ჯორჯია
2009/10 ოლიმპი
2010/11 ზესტაფონი
2011/12 ზესტაფონი
2012/13 დინამო თბ
2013/14 დინამო თბ
2014/15 დილა
* - პირველ ორ ჩემპიონატში თბილისის "დინამო" გამოდიოდა "იბერიას" სახელით.
სულ: დინამო თბ - 15; ტორპედო - 3; ოლიმპი, ვიტ ჯორჯია, ზესტაფონი - 2-2; სიონი, დილა - 1-1.
ბომბარდირები
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 12
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს
ბოლო ორი ტური
(XXIX)
17 მაისი, კვირა
ჩიხურა-სამტრედია
დინამო (ბთ)-ზესტაფონი
გურია-დინამო (თბ)
მერანი-დილა
ტორპედო-შუქურა
ცხინვალი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი
ზუგდიდი-სიონი
XXX ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
08:52 15-05-2015
ევროთასებზე სამტრედია უკვე მოხვედრილია თასის ფინალში რომ თამაშობს რადგან თბილისის დინამოს სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე ისედაც ეკუთვნის ევროთასებზე თამაში და ასეთ შემთხვევაში თასის ფინალისტი გადის ევროთასებზე
აი შენისთანა "ბალეშიკები" რომ ჰყავს სამტერდიას იმიტომაც ექცევა კლუბის მესვეურები ასე ქალაქს და ნამდვილ "გულშემატკივრებს". ცოტა ცოდნა-განათლებაც უნდა გქონდეს და წესებს უნა კითხულობდე.
თასის ფინალისტი ვერ გადის ევროპალიგაზე თუკი მას როგორც მინიმუმ მეოთხე ადგილი არ ექნება. სამტრედია თუ წაგებს ფინალში ( რაც ჩვენდა სამწუხაროდ ასეც იქნება დიდი ალბათობით) მაშინ ევროპალიგაზე გავა ბათუმი, თბილისი, და მეოთხეადგილოსანი(წაიკითხე სტატია "ბრძოლა მეოთხე ადგილისათვის") ცხინვალი, რადგან ცხინვალმა 2 თამაში რომც წააგოს და ჩიხურამ ორივე რომ მოიგოს, ცხინვალს მოგება ექნება მეტი.
ისწავლე და მერე წერე!
:) რა კაი რაიმე დაწერა ბიო ამან ა?
თაისის მოგებაო :)
ისე მეიგო ბიძია შენმა ხბომ ძროხა,ვინემ სამტრედიამ დინამოს თასზე არ მოუგოს, თუ დინამომ თითონ არ უთხრა, ე ბიო წეიღე აი თასი იქნება ევროპა მაინც ნახოთ რავა გემეიყურებაო :)
რაც შეეხება ქვემოთ ოპტიმისტის განცხადებას, მეექვსე ადგილიო, შენ ძამია მასე ხუმრობ?მეექვსე კი არა მერვეს ქვევით არ დარჩეს და ის ნაჩუქარი მერვე-მეშვიდე იმყოფინოს, ი აჯობებს.
წევიდა დრო ოცნებების.
რეალობის დროა სიმონ.
და ბოლოს,ვისაც 16 გუნდიანი ჩემპიონატი არ მოგწონთ,ცალკე პროფლიგა ჩამოაყალიბეთ ან ინგლისის ჩემპიონშიპივით და ირბინეთ იქიეთ- აქეთ 8 კლუბმა ან 10-მა.
ტფუ ტქვენი ჩემპიონატის ...