მაგრამ უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ხარაგაულელებს წაგება ჩაეთვალათ 8 მაისს, ზუგდიდის "ლაზიკასთან" მოგებულ (2:0) შეხვედრაშიც. არადა, ამ დროს, ბრალდებული ფეხბურთელები უკვე დაკავებულები იყვნენ.
ამით პირველი ლიგის A ჯგუფში სატურნირო მდგომარეობა შეიცვალა: ზუგდიდელთა ამ
სწორედ ამის გამო თბილისის "ლოკომოტივმა" და ხარაგაულის "ჩხერიმელამ" აღმასკომის ეს დადგენილება საფეხბურთო დავების განმხილველ სპორტულ ტრიბუნალში გაასაჩივრეს.
თბილისელებმა სარჩელში აღნიშნეს, რომ აღმასკომის დადგენილება უმაღლესი ლიგის საგზურისთვის მებრძოლი "ლოკომოტივის" სპორტულ შედეგებზე პირდაპირ ახდენდა გავლენას და მის ინტერესებს აზიანებდა.
სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, სპორტულმა ტრიბუნალმა დაასკვნა, რომ "ლოკომოტივის" პრეტენზია საფუძვლიანია და მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა. ტრიბუნალს მიაჩნია, რომ ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე, პრეტენზიის უზრუნველყოფის არგამოყენება უფრო მეტ ზიანს მოიტანს.
აღმასკომის დადგენილების 1.3 მუხლის მოქმედების შეჩერება "ჩხერიმელამაც" მოითხოვა, რადგან ამ მოგებით პირველ ლიგაში დარჩენის შანსი გაუჩნდა. ამ შემთხვევაშიც, სპორტულმა ტრიბუნალმა ფეხბურთის სპეციფიკიდან გამომდინარე იხელმძღვანელა და ხარაგაულელთა მოთხოვნაც დააკმაყოფილა.
საბოლოოდ, "ჩხერიმელა"-"ლაზიკას" თამაშის შედეგი (2:0 ხარაგაულელთა სასარგებლოდ) კვლავ ძალაშია, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, "ჩხერიმელა" და სტუ-"ნორჩი დინამო" პირველი ლიგაში კვლავ ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ სპორტული ტრიბუნალის დადგენილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტყველებს, რომ ტრიბუნალმა აღმასკომის კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა და, სამწუხაროდ, არა მხოლოდ მათ. ასეთ პრინციპულ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას რომ იღებენ, მაშინ დღის წესრიგში უნდა დადგეს ამ აღმასკომის წევრთა უფლებამოსილების მართებულობა. არაკომპეტენტურობას თავისი საზღაური აქვს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"