საღამოს ფარგლებში გამოვლინდა სხავადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები, საზეიმოდ გაიჭრა ტორტი, შესრულდა არაერთი მუსიკალური ნომერი და ღონისძიების დასასრულს გრანდიოზული ფოიერვერკიც მოეწყო. საღამოს ჯამლეტ ხუხაშვილი უძღვებოდა.
კომპანია "ლიდერბეთმა" კლუბის რამდენიმე წევრი გამოარჩია. საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ირაკლი მოდებაძეს სპორტულმა ჟურნალისტმა გია ტუხაშვილმა გადასცა.
საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის პრიზი გუგა ფალავანდიშვილს ერგო. იგი გაზეთ "ლელოს" მთავარმა რედაქტორმა თენგიზ გაჩეჩილაძემ დააჯილდოვა.
საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო უჩა სოსიაშვილს გადაეცა, რომელიც სპორტულმა კომენტატორმა
საუკეთესო ხელმძღვანელი, კლუბის დირექტორი გიორგი ტუღუში გახდა, ხოლო საუკეთესო სელექციონერად გელა ქორიძე სცნეს. მათ
პრიზები კომპანია "ლიდერბეთის" დამფუძნებლებმა გადასცეს.
ღონისძიებას გორის "დილას" და "ლიდერბეთის" წარმომადგენლებთან ერთად მოწვეული სტუმრებიც, სპორტული ჟურნალისტები ესწრებოდნენ. მათ შორის: ჯამლეტ ხუხაშვილი, თენგიზ გაჩეჩილაძე, ბიძინა ბარათაშვილი, დავით მინაშვილი, გიგა გვენცაძე, გია ტუხაშვილი, გეგი კიკაბიძე, კობა ინასარიძე, კახა ბერიძე, მიხეილ აბაიშვილი და გია პლატონიშვილი.