თუ რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:
- გუნდის სიახლეებითა და მოსამზადებელი გეგმებით დავიწყოთ. უმაღლეს ლიგაში დაბრუნებული "ლოკომოტივი" ახალ სეზონში რა შემადგენლობით ითამაშებს?
- გუნდი 2 ივლისს შეიკრიბება და მომზადებას საგურამოში დაიწყებს. სიახლე კი ისაა, რომ მე "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი აღარ ვიქნები.
- რატომ?
- 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ, შემოდგომაზე კი შესარჩევი ეტაპის
- კონკრეტულად რა ფუნქციით?
- ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ჯგუფს ვუხელმძღვანელებ. გვინდა, რომ ბავშვების მომზადების ჰოლანდიური სისტემა დავნერგოთ.
აქამდე, ჩვენთან ესპანური მეთოდები იყო დამკვიდრებული, რომელიც ჰოლანდიურზეა დაფუძნებული. მაგრამ ჰოლანდიური უფრო პროგრესულია და მის დანერგვას ყველაზე მცირე ასაკიდან დავიწყებთ, მერე ჩვენივე გაზრდილებით მთავარ გუნდშიც ამ სისტემით რომ ვითამაშოთ. ეს ძალიან საინტერესო პროექტია და მიმაჩნია, რომ თავს გავართმევ.
- "ლოკომოტივის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დევდარიანი დარჩება?
- ვიცი, რომ მას ეს პოსტი შესთავაზეს, მაგრამ დანარჩენზე ვერაფერს მოგახსენებთ.
- გუნდის სიახლეებზეც გვითხარით...
- სამწუხაროდ, "ლოკომოტივი" დიდი ფინანსური შესაძლებლობებით ვერ გამოირჩევა და ბევრი მოთამაშეც ვერ დავიმატეთ. ახალგაზრდული გუნდი კი არის, თუმცა რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი მაინც გვყავს.
ოთხი მოთამაშე მოვიწვიეთ - "ვიტ ჯორჯიის" კაპიტანი გიორგი გეთიაშვილი, გორის "დილადან" წამოსული გიორგი თექთურმანიძე, მარტვილის "მერანის" ნახევარმცველი ვაჟა ქიქავა და ზვიად ქანთარია, რომელიც "სამტრედიაში" თამაშობდა, მეორე წრეში კი ხონის "იმერეთს" დაემატა და პირველ ლიგაში გადასვლაში დაეხმარა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"