ლანჩხუთის "გურიამ" თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე ნიკა დაუშვილი დაიმატა

AutoSharing Option
"გურიამ" ნიკა დაუშვილი დაიმატა. თბილისის "დინამოს" მიერ მცირე ხნის წინ ტრანსფერზე დაყენებული მეკარე უგუნდოდ დიდხანს არ დარჩენილა. 25 წლის ტანმაღალი (198 სმ) კიპერი "დინამომდე" ცხინვალის "სპარტაკსა" და თბილისის "ვიტ ჯორჯიაში" თამაშობდა.

დინამოელთა შემადგენლობაში ის საქართველოს ჩემპიონი, თასისა და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ამასობაში კი "გურია" თბილისში დაბრუნდა და დღეს, 8 ივლისს, ფეხბურთელები "საბურთალოს" ცენტრში სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 13 ივლისს კი ლანჩხუთში დაბრუნდებიან. მანამდე, 11 ივლისს, კახი გოგიჩაიშვილის თავკაცობით, გურულები პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავენ - ლანჩხუთელთა მეტოქე ბოლნისის "სიონი" იქნება.

ამჟამად, "გურიაში"
ვარჯიშობს მარტვილის "მერანის" ორი ფეხბურთელი - მცველი სერგი ორბელაძე და თავდამსხმელი დათა ციცხვაია, ასევე, "ვიტ ჯორჯიის" ნახევარმცველი ნიკა მაისურაძე და ფოთის "კოლხეთის" თავდამსხმელი შოთა ჯიქია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული