მიხეილ აფხაზავა: იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს...

AutoSharing Option
"ზესტაფონის" მეკარეთა ყოფილი დამრიგებლის, თამაზ ოდიკაძისა და ფეხბურთელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის საგა გრძელდება. 22 ივლისს "ზესტაფონმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელიც მცირეოდენი შემოკლებით შემოგთავაზეთ.


შევეცადეთ, ყველა მხარის პოზიცია მიგვეწოდებინა მკითხველისთვის...


"ზესტაფონის" წერილში ნახსენებია "გაგრა" და, შესაბამისად, კომენტარისთვის მივმართეთ გუნდის უფროსს, მიხეილ აფხაზავას:

"როგორც კი შევიტყვე, რომ თამაზ ოდიკაძე წამოვიდა "ზესტაფონიდან", დავუკავშირდი და შევთავაზე "გაგრაში" მუშაობა პირველი წრის ბოლომდე... ის გუნდში მოვიდა დაახლოებით 10-12 ნოემბერს.
28 ნოემბერს გვქონდა ბოლო შეხვედრა ტყიბულში, ადგილობრივ "მეშახტესთან". მას შემდეგ ოდიკაძეს ჩვენთან აღარ უმუშავია...

ჩვენ შორის იყო შეთანხმება, რომ თუ კლუბის ხელმძღვანელობა კმაყოფილი დარჩებოდა მისი მუშაობით, მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა მოლაპარაკება კონტრაქტზე... ამ სამ კვირაზე კი კონტრაქტი ვერ იქნებოდა და აი, რატომ: მას ჰქონდა დავა "ზესტაფონთან" და არანაირი სურვილი არ მქონდა, ამ დავაში ჩავრეულიყავი. ეს - იურიდიული კუთხით...

მეორე მხრივ, თავად მხარეებს არ ჰქონდათ ასე მოკლე ვადით კონტრაქტის გაფორმების სურვილი. იურისტებმა იციან, რომ არსებობს ორი სახის ხელშეკრულება - წერილობითი და ზეპირი. ჩვენ შორის მოხდა ზეპირი შეთანხმება თანხის გადახდასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - იყო ზეპირი შეთანხმება.

იურიდიული კუთხით, ზეპირი და წერილობითი ხელშეკრულება წარმოშობს როგორც ვალდებულებებს, ისე უფლებებს. იმედია, ყველა კარგად მიხვდება ჩემი სიტყვების არსს... ორივე მხარემ სრულად შეასრულა თავისი ვალდებულებები და საპრეტენზიო ერთმანეთთან არაფერი ჰქონია.

თამაზ ოდიკაძემ კონკრეტული თანხა მიიღო პირადად ჩემგან, იანვარში. იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს, ვისაც წესიერ და პატიოსან ადამიანად ვიცნობ".

* * *
თამაზ ოდიკაძე კი მოკლედ შემოიფარგლა: "მაგათ მიერ ატეხილ ისტერიკაზე არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თავი იმან იმართლოს, ვინც დამნაშავეა"!

რედაქციისგან:  ვფიქრობთ, "ლელომ" სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა პუბლიკაცით საკმარისად ახლოს გაგაცნოთ არსებული ვითარება. ტრიბუნაც, შეძლებისდაგვარად, ყველა მხარეს დავუთმეთ. ასე რომ, ამ თემაზე პოლემიკას აქ ვწყვეტთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენათა განვითარებას აღარ დავაკვირდებით.

ალბათ, მხარეები ურთიერთობას სხვა ინსტანციებში გაარკვევენ, ჩვენ კი ამის შემდეგ მოკლე და ოპერატიული ინფორმაციებით შემოვიფარგლებით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუღია სხვა კლუბში ფული და რა უნდა?
0

სიახლეები პოპულარული