დავით სირაძე: ძალიან საწყენია, რომ საქართველოში ასე ხდება...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა დავით სირაძემ კიშინიოვის "დაჩია" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა. ის კარიერის ახალ კლუბში გაგრძელებას აპირებს.

იყო ინფორმაცია, თითქოს მას პირველი ლიგის ამბიციურ კლუბ ცხინვალის "ლიახვში" თბილისის "დინამოსა" და მარტვილის "მერანის" ყოფილი დამრიგებელი მალხაზ ჟვანია იწვევდა, მაგრამ 34 წლის ვეტერანმა "ლელოსთან" კომენტარში ეს ხმები უარყო.

მან ჯერაც არ იცის, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას.

"ცხინვალში" ვვარჯიშობ და მადლობა კახა კაჭარავას, ამის ნება რომ დამრთო. ეს ერთადერთი გუნდია, რომელმაც ფორმის შენარჩუნების საშუალება მომცა.

არ ვიცი, ამას სხვები რატომ ერიდებიან. ძალიან
საწყენი კი არის, საქართველოში ასე რომ ხდება...

რაც შეეხება ჩემს ახალ გუნდს, ჯერ მხოლოდ ვვარჯიშობ და სიახლეც არაფერია", - ამბობს სირაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული