31 წლის ნახევარმცველი ლუკა რაზმაძე კარიერას ბოლნისის "სიონში" გააგრძელებს. "დილას" გარდა, მას "ვიტ ჯორჯიასა" და რუსთავის "ოლიმპში" უთამაშია, საქართველოს ნაკრებში კი 11 მატჩი აქვს ჩატარებული.
"დილა" ასევე შეელია თენგიზ წიქარიძეს. გორის საფეხბურთო სკოლის 19 წლის აღზრდილი კარიერას ქობულეთის "შუქურაში" გააგრძელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"