საინტერესო ამბავი: ერაყელები ქართულ კლუბს დააფინანსებენ?!

AutoSharing Option
ფოტოზე: მუნჯიდ შუქრი ალჰეალი და ალენ აიოსი
საინტერესო ამბავია - ახალი სეზონიდან რეგიონული ლიგის ცენტრალურ ზონაში ითამაშებს საფეხბურთო კლუბი "ვარკეთილი", რომელსაც ერაყელი ბიზნესმენები დააფინანსებენ.

დიახ, უცნაურია, მაგრამ ფაქტია. მათ ფეხბურთი უყვართ და სურთ, ამ კლუბის დაფინანსებით ევროპასა და არაბულ ქვეყნებთან კავშირები გააბან.

ერთ-ერთი მათგანია ალენ აიოსი - ერაყში მცხოვრები ასირიელი. ის საქართველოში რამდენიმე ხნის წინათ დასახლდა და ქართველ ქალზეც დაქორწინდა. მეორე სპონსორი კი ბაღდადელი ბიზნესმენი მუნჯიდ შუქრი ალჰეალი გახლავთ.

"ჩვენი მიზანი მეორიდან პირველ ლიგაში, შემდეგ კი უმაღლესში დაწინაურება და ქართული
საფეხბურთო პოტენციალის გამოყენებაა. მე ფეხბურთის არა მხოლოდ მოყვარული ვარ, დიდი ხანია, რაც ამ სფეროში ვტრიალებ და ვხედავ, რომ აქ დიდი პოტენციალია.

მსურს, ქართველი ფეხბურთელები ევროპასა და არაბულ სამყაროში გავიყვანო. სპორტულ ბიზნესში პარტნიორები მყავს. უფრო მაღალი ლიგის კლუბის აყვანაც შეიძლებოდა, მაგრამ ვარკეთილში არის საფეხბურთო სკოლა, რომელზეც გუნდი მიებმება და ვფიქრობ, კარგი პროექტი განხორციელდება", - ამბობს ალენ აიოსი.

მუნჯიდ შუქრი ალჰეალმა კი სხვა საინტერესო ჩანაფიქრიც გაგვიმხილა:

"ჩვენ ძალიან კარგი კავშირები გვაქვს და გვსურს, საქართველოში არა მხოლოდ კლუბი დავაფინანსოთ, არამედ საერთაშორისო ტურნირებიც მოვაწყოთ, რომელიც ტალანტების გამოფენის როლს ითამაშებს. ფეხბურთელებს სწორედ ამ შანსს ვაძლევთ.

ჩვენი მხრიდან, რაც კლუბს დასჭირდება, ყველა პირობას შევუქმნით. აქ არ იქნება - მე პრეზიდენტი ვარ და შენ მოთამაშე - ეს ერთი დიდი ოჯახი უნდა გახდეს. მაგრამ გუნდისგანაც ბოლომდე დახარჯვასა და შედეგს მოვითხოვთ.

თუ "ვარკეთილი" კარგად ათამაშდება, ბიუჯეტს გავუზრდით. საქმეს ისეთი პროფესიონალიზმით უნდა შევუდგეთ, თითქოს უმაღლეს ლიგაში ვთამაშობთ. საბოლოო მიზანი ხომ სწორედ ამ დონეზე ასვლაა".

"ვარკეთილს" ახალგაზრდა სპეციალისტი დავით მაჩიტიძე გაწვრთნის. მას გია ჯმუხაძე დაეხმარება, რომელსაც გელა სანაიასთან უმაღლესი ლიგის სხვადასხვა გუნდში უმუშავია. მეკარეებს კი ეროვნული ნაკრების ყოფილი კარის დარაჯი აკაკი დევაძე გაწვრთნის, რომელიც აქამდე ოლიმპიური მომზადების სკოლაში მუშაობდა.

"ვარკეთილის" ყველაზე ცნობილი სახე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და "სამტრედიის" ყოფილი ნახევარმცველი ლაშა ქებაძეა, რომელიც კლუბს პირობებზე უკვე შეუთანხმდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
გასაგებია, ქართველი დედაკაცი სამშობლოს სადარაჯოზე!! მაგათ საკუთარი თავისთვის ვერ უშველიათ!! მაგრამ ბნელ ქართველ დედაკაცებს კი აგდებენ!!
sibnele
19 აგვისტო 2015 15:19
0
2020 წელი, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ვარკეთილი(რუსეთი)-ბარსელონა(კატალონია)-3:1
zviadi
19 აგვისტო 2015 09:53
0
მაგრად გვაკვს საკმე,ეგენი რისი დამფინანსებლები არიან,ერაკი თვითონ სიგატაკეშია
Unknown
18 აგვისტო 2015 19:01
0
დაა, აბა ქართველები ,,ზარალზე" ხომ არ წავლენ. კიევის მერს ერაყელებიც მიემატა
ss
18 აგვისტო 2015 17:27
0
და ვარკეთილის იმ დანგრეულ მოედანზე უნდა ივარჯიშონ ალბათ :D :D რა ცუდად გვაქვს საკმე
zuriko zuriko
18 აგვისტო 2015 16:43
0
იქნებ ერაყელებმა მაინც გვიშველონ :(
საბა
18 აგვისტო 2015 16:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული