"ტორპედო" უსაქმური მკვდარი სულების თავშესაფარი არ არის! - "ჯუნგლების" განცხადება

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" გარშემო აგორებული სკანდალის შემდეგ გუნდის ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს.


განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

"ქუთაისის "ტორპედოს" ირგვლივ შექმნილი ვითარება არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ შორიდან ვუყუროთ ამ მოვლენებს.

როგორც მოგეხსენებათ, კლუბი ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც რიგითი ადამიანების გადასახადებიდან ივსება. შესაბამისად, არცერთ ქუთაისის "ტორპედოსთან" დაკავშირებულ პიროვნებას არ მივცემთ იმის უფლებას, რომ ეს თანხები ბოროტად მართოს და თავის სასიკეთოდ გამოიყენოს.

ჩვენი კლუბის ფერები არ არის ხელმძღვანელების სათამაშო ობიექტი. კლუბის ლოგო არის ჩვენი ღირსება და
მისი ქვევრზე დამსგავსება ნებისმიერი საღად მოაზროვნე "ტორპედოს" ფანისთვის მიუღებელია.

ქუთაისის "ტორპედო" არ არის თავშესაფარი, სადაც უსაქმური მკვდარი სულები და ვიღაცის ახლობლები შევინახოთ.

წლებია გვიწევს უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა. აქამდე ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი და გასაყრელებიც გავყარეთ. რა თქმა უნდა, ახლაც იგივე განმეორდება! სამწუხაროა, თქვენც რომ ვერ შეიგნეთ - ჩვენ ვართ "ტორპედო", ჩვენ! ".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯიგრები ხართ გაყარეთ უსაქმურები და საზმაკაცოები, თქვენ მაინც გყავდეთ გირსეული გუნდი.
malxazi
13:43 12-09-2015
0
ბეევრი უსაქმურია ტორბედოთი რომ ჭამს პურს.ისინი აუცილებლად მოსაშორებელია კლუბიდან.ან ამდენი ფეხბურთელი რა უბედურებაა გუნდში,რაც მე დავთვალე 3 კაცზე მეტია მთავარ გუნდში.დინამოში 23-ი კაცია,სხვებში 24-ი.ჩვენთან კი 8 კაცით მეტი.რატომ?
mamulo
11:41 10-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული