უმაღლესი ლიგის VI ტურის წინ: ჩემპიონატი ვისღა ახსოვს?..

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირაღა რჩება, თუმცა საარჩევნო ციებ-ცხელება უკვე დიდი ხანია დაწყებულია და ისეთ ფაზაშიც არის შესული, ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი თემა, ფაქტობრივად, არააქტუალურია.

ჰო, ნამდვილად ასეა და ვეჭვობთ, რომელიმე სხვა ქვეყანაში იყოს მსგავსი აჟიოტაჟი; თანაც, ასეა სულ პირველი საპრეზიდენტო არჩევნებიდან (1990 წლიდან) მოყოლებული და ასე გრძელდება დღემდე.

თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ (ან როგორ უნდა დავივიწყოთ), რომ 2002 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა საარჩევნო ყრილობას ნაღდ არჩევნებთან ვერაფრით გავაიგივებთ. უფრო ზუსტად, 2005, 2007, 2009 თუ 2011 წლებში
საარჩევნო ყრილობები კი არ ტარდებოდა, არამედ "ძალიან ზემოდან" წამოსული დირექტივების შესრულება იყო, ანუ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ქართული საფეხბურთო თემი კი არ ირჩევდა, არამედ "ზემოდან" ნიშნავდნენ.

საბედნიეროდ, ახლა აბსოლუტურად სხვა სიტუაციაა, თუმცა დაძაბულობა დღითიდღე მატულობს და, ფაქტობრივად, კულმინაციასაც მიაღწია...

მოკლედ, უახლოეს ერთ კვირაში დიდი ამბები გველოდება, ამ დროს კი თითქმის უკანა პლანზე გადაიწია საქართველოს ნაკრების მოახლოებულმა მატჩებმაც და ეროვნულმა ჩემპიონატმაც; იმ ჩემპიონატზე ვსაუბრობთ, უმაღლეს ლიგაში ჯერ მხოდ ხუთი ტური რომ არის გასული და ერთ-ორ გუნდში უკვე სერიოზული ფინანსური პრობლემებიც რომ წარმოიშვა.

თანაც, ამ შემთხვევაში სულაც არ არის ლაპარაკი უამბიციო გუნდებზე და ამის დასტურად "დილას" მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის სიტყვებიც გამოდგება, ორიოდ დღის წინათ "ლელოში" რომ განაცხადა: ჩვენს გუნდში ფინანსური სიტუაცია იდეალური ნამდვილად არ არისო!

არ დაგავიწყდეთ, რომ ლაპარაკია ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ გუნდზე, სადაც თურმე ფეხბურთელებს ერთი თვის ხელფასი და საპრემიო თნხა არ აუღიათ;

სამწუხაროდ, ბევრად უფრო უარესი სიტუაციაა წინა სეზონის კიდევ ერთ გამორჩეულ გუნდში და თუ უახლოეს პერიოდში ვითარება არ შეიცვლება, შესაძლოა, ამ გუნდის, საერთოდ, ყოფნა-არყოფნის საკითხიც დადგეს.

...ახლა კი, ალბათ, დროა მოახლოებულ ტურზეც ვისაუბროთ და წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ ობიექტური მიზეზების გამო, კალენდარში გარკვეული ცლილებებიც არის. ასე მაგალითად, "საბურთალო"-"სიონის" მატჩი სეზონის წინ გამოქვეყნებული კალენდრის თანახმად 26 სექტემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა, იმის გამო, რომ მომდევნო კვირაში (30 სექტემბერს) "საბურთალო" უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე დანიურ "მიდტიულანდს" უნდა დაუპირისპირდეს, "სიონთან" შეხვედრა 25 სექტემბერს გაიმართება.

ეს ტური სხვა მხრივაც უნდა იყოს საინტერესო: ორ გუნდს ("გურია", "მერანი") ახალი მწვრთნელი დამოძღვრავს, თუმცა, ტურის მთავარი ინტრიგა, რაღა თქმა უნდა, მოქმედი ჩემპიონისა და მიმდინარე გათამაშების ერთპიროვნული ლიდერის დაპირისპირება იქნება, იმ გუნდების, XXVI ჩემპიონატის უმთავრეს ფავორიტებად რომ მიიჩნევიან...

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VI ტური
25.09. თბილისი. ბენდელა. 16:00
საბურთალო-სიონი
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

25.09. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00
ლოკომოტივი-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
არ შეხვედრიან

26.09. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
დილა-დინამო (თბ)
დისკვალიფიკაცია: უჩა სოსიაშვილი (დილა, მთავარი მწვრთნელი)
ურთიერთშეხვედრები
53: +1 =11 -41, 26:144

26.09. ზუგდიდი. ბაიას ბაზა. 16:00
ზუგდიდი-სამტრედია
დისკვალიფიკაცია: დავით მთივლიშვილი (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები
10: +5 =2 -3, 15:12

26.09. მარტვილი. მ. ხურცილავა. 16:00
მერანი-გურია
დისკვალიფიკაცია: ლევან კუტალია (მერანი)
ურთიერთშეხვედრები
4: +1 =0 -3, 2:4

26.09. ლანჩხუთი. ევ. შევარდნაძე. 16:00
კოლხეთი-საპოვნელა
დისკვალიფიკაცია: გიორგი კილასონია (კოლხეთი)
ურთიერთშეხვედრები
2: +2 =0 -0, 7:1

26.09. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00
დინამო (ბთ)-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
6: +2 =1 -3, 4:6

26.09. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-ცხინვალი
დისკვალიფიკაცია: ოთარ კვერნაძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები
12: +8 =2 -2, 14:8

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
საერთოდ ნუღა დაწერთ მაინც არავის აინტერესებს
0
ეს სტატისტიკა თუ არ გაინტერესებთ და გკიდიათ ტყუილს მაინც ნუ წერთ.
სხვა არ ვიცი მარა ამ შემთხვევაში კოლხეთი-საპოვნელას სტატისტიკას ვგულისხმობ, საინტერესოა რომელი წლებით და თამაშებით იხელმძღვანელეს...
irakli apkhaidze
12:41 25-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული