* * *
ტურის ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება ბოლნისში გაიმართა, სადაც აქამდე წაუგებლად მოასპარეზე "სიონს" პირველი მარცხი მოქმედმა ჩემპიონმ,ა გორის "დილამ" აგემა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 61-ე წუთზე ოთარ მარცვალაძემ გაიტანა.ამ გამარჯვებით გორის "დილამ" 22 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. 19 ქულა და თამაში რეზერვში აქვს მეორეადგილოსან თბილისის "დინამოს".
* * *
საინტერესო დაპირისპირება შედგა სამტრედიაშიც, სადაც ადგილობრივმა გუნდმა ქუთაისის "ტორპედო" მიიღო და ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა. უკვე მე-10
"სამტრედიამ", რომლის აქტივში 19 ქულაა, ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლა.
* * *
ქობულეთში "შუქურამ" ჯერჯერობით უიმედო მდგომარეობაში მყოფი "ზუგდიდი" მიიღო და ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-14 წუთზე გიორგი ჩელებაძემ 11-მეტრიანით გახსნა, 22-ე წუთზე კი ელგუჯა ლობჟანიძემ სხვაობა ორბურთიანი გახადა. სხვაობის შემცირება ზუგდიდელებმა ნიკა ნარმანიას (38) გოლით მოახერხეს.
* * *
ფოთის "კოლხეთმა" სტუმრად ივანწმინდაში მინიმალური ანგარიშით "ჩიხურას" მოუგო. ფოთელებს სამი ქულა 36-ე წუთზე ომარ გოგონაიამ მოუტანა.* * *
ლანჩხუთში "გურიამ" ბათუმის "დინამო" მიიღო და უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ვანო წილოსანის (59) გოლით კი იგებდა, თუმცა სტუმრებმა გათანაბრება მალევე მოახერხეს - 70-ე წუთზე ტატო აბუსელიძემ გაიტანა. საბოლოოდ შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.* * *
დღის ბოლოს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" "ცხინვალს" უმასპინძლებს, ტურის კიდევ ორი მატჩი: "საპოვნელა"-"მერანი" და "ლოკომოტივი"-"საბურთალო" კი შესაბამისად, 24 და 25 ოქტომბერს გაიმართება.