უჩა სოსიაშვილი: "დილას" აუცილებლად დავტოვებ, თუ...

AutoSharing Option
გორის "დილაში" მიმდინარე არასასიამოვნო პროცესებზე ჩვენს გაზეთში არაერთხელ დაიწერა. უკვე კარგა ხანია, გუნდში ფინანსური კრიზისია და, როგორც ჩანს, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის...

როგორც შევიტყვეთ, არის შანსი, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის დასრულების შემდეგ გუნდი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა დატოვოს.

აი, რა გვითხრა გორელთა დამრიგებელმა:

"იმ შემთხვევაში, თუ არ მოგვარდება "დილაში" არსებული პრობლემები, რაშიც მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისხმობ და
არ იქნება ერთიანობა, პირველი წრის დასრულების შემდეგ აუცილებლად დავტოვებ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას...

ქართულ ფეხბურთს პრობლემები ისედაც არ აკლია და ახლა არ მსურს იმ სირთულეების საჯაროდ გამოტანა, რომელიც "დილაში" შეიქმნა.

არ მინდა, ამით კიდევ უფრო დავამძიმო სიტუაცია, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება და სიტუაცია მოითხოვს, ამ პრობლემებზე აუცილებლად საჯაროდ ვიტყვი, დღეს კი მხოლოდ ამით დავკმაყოფილდები".

26 წლის მწვრთნელმა გასულ სეზონში გორის "დილას" საქართველოს ჩემპიონატი მოაგებინა. მერე "დილამ" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ითამაშა და ორმატჩიან დუელში ბელგრადის "პარტიზანთან" დამარცხდა.

თუ არაფერი შეიცვალა, "დილას" მარტო მწვრთნელი კი არა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი და ამჟამინდელი მოთამაშეებიც დატოვებენ - გიორგი ნავალოვსკი, ოთარ მარცვალაძე, გოგიტა გოგუა, დავით კვირკველია, გუგა ფალავანდიშვილი, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ დროისთვის, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში "დილას" 22 ქულით მეორე ადგილი უჭირავს და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბოლო ხუთი წელიწადში 20 მილიონამდე ლარია გორის დილაში ბიუჯეტიდან შეჭმული,ძირითადად მუნიციპალიტეტიდან და მერაბიშვილის მვდ-დან ჩარიცხული,სტადიონი კი ნახევრად დანგრეულია და ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი არ გაზრიდილა გორში. რაც მალე დაახვევენ ეს ვითომ ვარსკვლავები და ტრენერები გორიდან მით ულეთესი იქნება,
დავითი
18:07 06-11-2015
0
გორის დილას დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს გუნდი უკვე დასაშლელია....
ჩემპიონობა იყო მაქსიმუმი ამ შემადGენლობის და აწი ესენი ამაზე წინ ვერ წავლენ....
ხელფასები უკვე ძაან გაიბერა....
ჯობია ბავშვთა ფეხბურთს მიხედონ
glexucha
19:47 06-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული